ემანუელე ფილიბერტო I (სავოია)

ემანუელე ფილიბერტო I (იტალ. Emanuele Filiberto I; დ. 8 ივლისი, 1528 — გ. 30 აგვისტო, 1580) — სავოიის ჰერცოგი და ესპანური ნიდერლანდების შტატჰალტერი. იერუსალიმისა და კილიკიის სომხეთის ტიტულარული მეფე. ცოლად შეირთო საფრანგეთის მეფე ფრანსუა I-ის ნაბოლარა ასული, პრინცესა მარგარიტა ფრანგი, რომელთანაც შეეძინა ერთადერთი შვილი და მემკვიდრე, სავოიის ჰერცოგი კარლო ემანუელე I.

ემანუელე ფილიბერტო I
სავოიის ჰერცოგი
მმართ. დასაწყისი: 17 აგვისტო, 1553
მმართ. დასასრული: 30 აგვისტო, 1580
წინამორბედი: კარლო III
მემკვიდრე: კარლო ემანუელე I
ესპანური ნიდერლანდების შტატჰალტერი
მმართ. დასაწყისი: 1555
მმართ. დასასრული: 1559
წინამორბედი: მარია უნგრელი
მემკვიდრე: მარგარეტ პარმელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 8 ივლისი, 1528
დაბ. ადგილი: კამბრი, სავოიის საჰერცოგო
გარდ. თარიღი: 30 აგვისტო 1580, (52 წლის)
გარდ. ადგილი: ტურინი, სავოიის საჰერცოგო
მეუღლე: მარგარიტა ფრანგი
შვილები: კარლო ემანუელე I, სავოიის ჰერცოგი
მამა: კარლო III, სავოიის ჰერცოგი
დედა: ბეატრიზ პორტუგალიელი
რელიგია: კათოლიციზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ემანუელე ფილიბერტო დაიბადა 1528 წლის 8 ივლისს, ქალაქ კამბრიში. იგი იყო სავოიის ჰერცოგ კარლო III-ისა და მისი ცოლის, ინფანტა ბეატრიჩე პორტუგალიელის ერთადერთი გადარჩენილი შვილი. დედამისი იყო საღვთო რომის იმპერატორ კარლ V-ის დეიდაშვილი და ამიტომ ემანუელეს ახლო ურთიერთობა ჰქონდა კარლთან. იგი იტალიური ომების დროს კარლთან ერთად ებრძოდა საფრანგეთის მეფე ფრანსუა I-ს. 1553 წლის 17 აგვისტოს, მას შემდეგ რაც მამამისი გარდაიცვალა, იგი სავოიის ჰერცოგი ხდება. თუმცა მას მხოლოდ წოდებაღა ჰქონდა შერჩენილი, ვინაიდან მთლიანად სავოია 1536 წლიდან მოყოლებული ფრანგების მიერ იყო ოკუპირებული. ამიტომაც ემანუელე განაგრძობდა კარლთან და ჰაბსბურგებთან თანამშრომლობას, იმ იმედით, რომ ისინი სავოიის დაბრუნებაში დაეხმარებოდნენ. სანამ მას ქვეყანას დაუბრუნებდნენ, 1555-9 წლებში იგი ესპანური ნიდერლანდების შტატჰალტერად დანიშნეს, სადაც იგი ესპანეთის მეფე ფილიპე II-ის (კარლ V-ის ვაჟი) პოლიტიკის გამტარებელი იყო.

ამ დროს მან 1557 წლის 10 აგვისტოს მოახერხა ჩრდილოეთიდან საფრანგეთში შეჭრა და სენ-კუენტინთან ბრწყინვალე გამარჯვების მოპოვება. იგი ასევე განიხილებოდა ინგლისისა და ირლანდიის მეფე ჰენრი VIII-ის შუათანა ქალიშვილის, პრინცესა ელიზაბეთ ტიუდორის საქმროდ. თუმცა, 1559 წელს საფრანგეთსა და ესპანეთს შორის დაიდო კატო კამბრეზის ზავი, რითაც დასრულდა იტალიური ომები. ამის აღსანიშნავად საფრანგეთის პრინცესა ელიზაბეტ ვალუა ცოლად მიჰყვებოდა ესპანეთის მეფე ფილიპე II-ს, ელიზაბეტის და, პრინცესა კლაუდია ცოლად მიჰყვებოდა ლოთარინგიის ჰერცოგ შარლ III-ს, ხოლო ელიზაბეტის და კლაუდიას მამიდა, პრინცესა მარგარიტა ცოლად მიჰყვებოდა სავოიის ჰერცოგ ემანუელე ფილიბერტო I-ს. ამავე წლის დასაწყისში კლაუდია და შარლი დაქორწინდნენ, ამას მოჰყვა ივნისში ელიზაბეტის და ფილიპეს ქორწინება, რომელშიც საფრანგეთის მეფე ანრი II გარდაიცვალა, მიუხედავად ამისა ემანუელი და მარგარიტა მაიც დაქორწინდნენ 1559 წლის 9 ივლისს, რის გამოც სავოიას დამოუკიდებლობა მიენიჭა და მისი ტერიტორიებიდან ფრანგული ჯარები გავიდნენ.

1580 წლის 31 იანვარს პორტუგალიის მეფე ენრიკო I უმემკვიდრეოდ გარდაიცვალა, რის შემდეგაც ტახტზე ემანუელმა განაცხადა პრეტენზია, ვინაიდან დედამისიც პორტუგალიის პრინცესა იყო, თუმცა მას დაასწრო და პორტუგალიაში ესპანეთის მეფე ფილიპე II გამეფდა, რომლის დედას ასევე პორტუგალიის პრინცესა იყო. ამრიგად შეიქმნა იბერიის უნია.

ემანუელ ფილიბერტომ მთელი თავისი მმართველობა სავოიის დაბრუნებასა და გამთლიანებას შესწირა. მან შეძლო და დაიბრუნა ყველა სავოიური მიწა, რომლებიც ფრანგებსა და ესპანელებს ჰქონდათ მიტაცებული. მაქ ქვეყნის დედაქალაქი კამბრიდან ტურინში გადაიტანა და სავოიის სახელმწიფო ენად ლათინური გამოაცხადა. იგი ცდილობდა შემოეერთებინა დაკარგული სალუზოს სამარკიზო, რაც შემდგომში მისი ვაჟის მმართველობისას მოხდა. იგი გარდაიცვალა 1580 წელს, 52 წლის ასაკში, დაკრძალეს ტურინის საკათედრო ტაძარში, ცოლის გვერდით.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Henry Kamen, Philip of Spain, (Yale University Press, 1997), 64.
  • Francesco Bruni, ‘La politica linguistica di Emanuele Filiberto’ Archived 2008-10-05 at the Wayback Machine., Storia della Lingua Italiana, Rai International: Italica.
  • Cambridge modern History, Volume 1, Stanley Leathes, G. W. (George Walter) Prothero, Sir Adolphus William Ward, CUP Archive, 1964, pg. 399–400