კატო-კამბრეზის ზავი
კატო-კამბრეზის ზავი — ორი საზავო ხელშეკრულება, რომლითაც დასრულდა იტალიური ომები (1494-1559 წწ.). ხელი მოაწერეს კატო-კამბრეზში (საფრანგეთი) 2 აპრილს საფრანგეთმა და ინგლისმა, 3 აპრილს საფრანგეთმა და ესპანეთმა. I ხელშეკრულებით ინგლისი საფრანგეთს უბრუნებდა კალეს, II ხელშეკრულებით საფრანგეთი უარს ამბობდა იტალიაზე, გენუას უბრუნებდა კორსიკას, ათავისუფლებდა 1536 წელს ოკუპირებულ პიემონტსა და სავოიას (ისინი კვლავ სავოიის ჰერცოგს უბრუნდებოდა), მხოლოდ პიემონტის 5 ციხესიმაგრეში (ტურინი, კიერი, პინეროლი, კივასო, ვილანოვა-დ’ასტი) რჩებოდა საფრანგეთის გარნიზონი. კატო-კამბრეზის ზავმა განამტკიცა ესპანეთის ბატონობა მილანის საჰერცოგოში, ნეაპოლის სამეფოში, სიცილიასა და სარდინიაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 438.