ჟუან I (ბრაგანსის ჰერცოგი)
ჟუან I (პორტ. João I; დ. 1543 — გ. 22 თებერვალი, 1583) — ბრაგანსის დინასტიის წარმომადგენელი. ბრაგანსის ჰერცოგ თეოდოშიუ I-ის უფროსი ვაჟი. ბრაგანსის ჰერცოგი 1563-1583 წლებში.
ჟუან I | |
---|---|
ბრაგანსის ჰერცოგი | |
მმართ. დასაწყისი: | 22 სექტემბერი, 1563 |
მმართ. დასასრული: | 22 თებერვალი, 1583 |
წინამორბედი: | თეოდოშიუ I |
მემკვიდრე: | თეოდოშიუ II |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1543 |
გარდ. თარიღი: | 22 თებერვალი, 1583 |
მეუღლე: | კატარინა პორტუგალიელი |
შვილები: | თეოდოშიუ II, ბრაგანსის ჰერცოგი |
დინასტია: | ბრაგანსები |
მამა: | თეოდოშიუ I, ბრაგანსის ჰერცოგი |
დედა: | იზაბელ დე ლანკასტრე |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაჟუანი დაიბადა 1543 წელს პორტუგალიაში. იგი იყო ბრაგანისს ჰერცოგ თეოდოშიუ I-ისა და მისი პირველი ცოლის, იზაბელ დე ლანკასტრეს უფროსი ვაჟი. 1563 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ ბრაგანსის ჰერცოგი გახდა. ამავე წელს ცოლად შეირთო თავისი მამიდაშვილი — კატარინა პორტუგალიელი.
1578 წელს პორტუგალიის მეფე სებასტიან I მაროკოელებმა მოკლეს ბრძოლაში. ახალგაზრდა მეფეს მემკვიდრე არ დარჩა, ამიტომაც ტახტი ბიძამისმა ენრიკე I-მა დაიკავა, რომელიც ამ დროს უკვე ძალიან მოხუცი და უშვილო იყო. 1580 წელს, ენრიკეს გარდაცვალებით შეწყდა ავისების დინასტია, რის გამოც ტახტი მანუელ I-ის შვილიშვილმა, ესპანეთის მეფე ფილიპე II-მ დაიკავა ჰაბსბურგთა დინასტიიდან, რასაც მოჰყვა ესპანეთისა და პორტუგალიის ერთ, იბერიის უნიაში გაერთიანება.
ჟუანი, როგორც პორტუგალიის მეფე ჟუან I-ის პირდაპირი შთამომავალი და მისი ცოლი, კატარინა, რომელიც მანუელ I-ის შვილიშვილი იყო, პორტუგალიის ტახტზე პრეტენზიას აცხადებდნენ და თავს მის „ნამდვილ“ მეფე-დედოფლად აცხადებდნენ, თუმცა ამაოდ. 1583 წელს ჟუანი გარდაიცვალა. მოგვიანებით, 1640 წელს პორტუგალიის ტახტი მისმა შვილიშვილმა ჟუან IV-მ დაიკავა ბრაგანსის დინასტიიდან.
შვილები
რედაქტირება- მარია (1565-?);
- სარაფინა (1566-1604), ცოლად გაჰყვა ესკალონას ჰერცოგ ხუან ფერნანდეს პაჩეკოს;
- თეოდუშიუ II (1568-1630), ბრაგანსის ჰერცოგი, პორტუგალიის მეფე ჟუან IV-ის მამა.
- დუარტე (?-?), ფრეჩილას მარკიზი;
- ალექსანდრე (?-?), ევორას ეპისკოპოსი;
- ჩერუბინა (1572-1580);
- ანჟელიკა (1573-1576);
- იზაბელა (1578-1582);
- ფილიპე (1581-1608);
ლიტერატურა
რედაქტირება- "Nobreza de Portugal e Brasil", Vol. II pages 445 to 448. Published by Zairol Lda., Lisbon 1989