ენრიკე I
ენრიკე I კასტილიელი (ესპ. Enrique I de Castilla; დ. 14 აპრილი, 1203, ვალიადოლიდი — გ. 6 ივნისი, 1217, პალენსია) — კასტილიის მეფე 1214–1217 წლებში.
ენრიკე I | |
---|---|
Enrique I | |
კასტილიის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 1214 |
მმართ. დასასრული: | 1217 |
წინამორბედი: | ალფონსო VIII |
მემკვიდრე: | ბერენგარია |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 14 აპრილი, 1203 |
დაბ. ადგილი: | ვალიადოლიდი |
გარდ. თარიღი: | 6 ივნისი, 1217 |
გარდ. ადგილი: | პალენსია |
მამა: | ალფონსო VIII |
დედა: | ელეონორა ინგლისელი |
ალფონსო VIII-ისა და ელეონორა ინგლისელის შვილი. დედის ხაზით იყო ინგლისის მეფის ჰენრი II-ისა და ელეონორა აკვიტანიელის შვილიშვილი. გარდაიცვალა 1217 წელს სახურავიდან ჩამოვარდნილი კრამიტის დაცემის შედეგად. მისი მემკვიდრე გახდა ბერენგარია.
1215 წელს, 12 წლის ასაკში დააქორწინეს პორტუგალიის მეფის სანშუ I-ის ქალიშვილზე მაფალდა პორტუგალიელზე. იმის გამო, რომ ცოლ-ქმარი ჯერ კიდევ ბავშვები იყვნენ ქორწინება არ განხორციელდა და 1216 წელს ჩაიშალა.
ლიტერატურა
რედაქტირება- Previté-Orton, Charles William, The shorter Cambridge Medieval History, Cambridge University Press, 1952.
- Taylor, Craig, Debating the Hundred Years War, Cambridge University Press, 2006.