სებასტიან I
სებასტიან I სანატრელი (პორტ. Sebastião „o Desejado“; დ. 20 იანვარი, 1554, ლისაბონი, პორტუგალია — გ. 4 აგვისტო, 1578, ელ-ქსარ-ელ-ქებირე, მაროკო) — პორტუგალიის მეფე ავისის დინასტიიდან 1557–1578 წლებში. პორტუგალიის პრინცის, ჟუან მანუელისა (ჟუან III-ის შვილი) და ხუანა ავსტრიელის შვილი. ტახტი მიიღო პაპის გარდაცვალების შემდეგ, რადგან ტახტის მემკვიდრე, სებასტიანის მამა, დაიღუპა 1554 წელს ტუბერკულოზით, მის დაბადებამდე ცოტა ხნით ადრე. როდესაც ჟუან III გარდაიცვალა, სებასტიანი 3 წლის იყო, ამიტომ მისი რეგენტობა იკისრა ბებიამ, ეკატერინე კასტილიელმა, ხოლო შემდეგ არქიეპისკოპოსმა ენრიკემ, ჟუანის ძმამ.
სებასტიან I | |
---|---|
Sebastião "o Desejado" | |
პორტუგალიის მე-16 მეფე | |
კორონაცია: | 16 ივნისი 1557 |
მმართ. დასაწყისი: | 11 ივნისი, 1557 |
მმართ. დასასრული: | 4 აგვისტო 1578 |
წინამორბედი: | ჟუან III |
მემკვიდრე: | ენრიკე I |
რეგენტი: |
|
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 20 იანვარი, 1554 |
დაბ. ადგილი: | ლისაბონი, პორტუგალია |
გარდ. თარიღი: | 4 აგვისტო, 1578 (24 წლის) |
გარდ. ადგილი: | ელ-ქსარ-ელ-ქებირე, მაროკო |
დინასტია: | ავისის დინასტია |
მამა: | ჟუან მანუელი, პორტუგალიის პრინცი |
დედა: | ხუანა ავსტრიელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ხელმოწერა: | |
მისი მმართველობა პორტუგალიისათვის კატასტროფული იყო. იგი გამოგონილ სამყაროში ცხოვრობდა, თავს ჯვაროსნების მემკვიდრედ თვლიდა, მისი მთავარი მიზანი იყო დაეპყრო მიწები ჩრდილოეთ აფრიკაში და უნდოდა გაეთავისუფლებინა მაროკო არაბებისაგან.
1574 წელს განახორციელა ექსპედიცია ტანჟერში და წარუმატებლად შეებრძოლა მავრებს. 1578 წელს ელ-ქსარ-ელ-ქებირესთან ბრძოლის დროს დაიღუპა, მაგრამ მისი ცხედარი ვერ ნახეს. მისი აღმოჩენა მხოლოდ 20 წლის შემდეგ მოხერხდა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- História e histórias - Castro Verde, Joaquim Boiça/Rui Mateus, Artinvento, Região de Turismo da Planicie Dourada/Câmara Municipal de Castro Verde; ISBN 978-972-97418-9-0
- Antas, Miguel Martins de (1988). Os Falsos Dom Sebastião, 2a. Edição, tr. Maria de Fátima Boavida, coment. Francisco Sales de Mascarenhas Loureiro. Lisboa: Europress.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „სებასტიან I“ ვიკისაწყობში.
- Sebastian, König von Portugal auf „Genealogie Mittelalter“