მთავარი მენიუს გახსნა

ტანჟერიქალაქი და ნავსადგური ჩრდილოეთ მაროკოში, გიბრალტარის სრუტის სანაპიროზე. ტანჟერის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. მოსახლეობა 850 000 ათასი კაცი (2012). ჩრდილოეთ მაროკოს სავაჭრო-სატრანსპორტო და სატრანზიტო ცენტრი. გააქვთ უმთავრესად ციტრუსები, ბოსტნეული, თევზისა და ხილის კონსერვები. კვების, საფეიქრო, ცემენტის მრეწველობის საწარმოები. 1965 წელს ტანჟერის ნავსადგურში გამოეყო განსაკუთრებული ზონა, სადაც სავაჭრო ოპერაციები არ იბეგრება საბაჟო გადასახადებით. რკინიგზით უკავშირდება ქალაქ ფესს. ტანჟერის მახლობლად არის საერთაშორისო მნიშვნელობის აეროპორტი. ქალაქი დააარსეს ფინიკიელმა კოლონისტებმა ძვ. წ. II ათასწლეულის ბოლოს. ძვ. წ. I საუკუნიდან რომს დაემორჩილა. V საუკუნეში დაიპყრეს ვანდალებმა, VI საუკუნეში ბიზანტიამ, VIII საუკუნის დასაწყისში კი არაბებმა. ქალაქი იყო ჩრდილოეთ მაროკოს ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური და კულტურული ცენტრი. 1471 წელს მიიტაცა პორტუგალიამ. 1661 წელს გადავიდა ინგლისის ხელში, 1684 წელს კვლავ შეუერთდა მაროკოს და გახდა მაროკოს სახელმწიფოს ერთ-ერთი დედაქალაქი. 1912 წელს მაროკოს იმპერიალისტური დანაწილების შედეგად ტანჟერი თავისი მოსაზღვრე ტერიტორიით სპეციალური რეჟიმის ზონად გამოიყო. 1940-1945 წლებში დაიკავა ესპანეთმა.

ქალაქი
ტანჟერი
არაბ. ‫Tangha طنچة‬
ტამაზ. ⵟⴰⵏⵊⴰ
Tangier 5184a.jpg
დროშა
Wilaya de Tanger.gif

ქვეყანა მაროკოს დროშა მაროკო
კოორდინატები 35°47′05″ ჩ. გ. 5°48′45″ დ. გ. / 35.78472° ჩ. გ. 5.81250° დ. გ. / 35.78472; -5.81250
დაარსდა ძვ. წ. V საუკუნე
ფართობი 199.5 კმ²
ცენტრის სიმაღლე 80 მეტრი
მოსახლეობა 947,952 (2014)[1]
სასაათო სარტყელი UTC±00:00
საფოსტო ინდექსი 90000, 90010, 90020, 90030, 90040, 90050, 90060, 90070, 90080, 90090 და 90100
ტანჟერი — მაროკო
ტანჟერი

ლიტერატურარედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. High Commission for Planning