ეკატერინე ავსტრიელი
ეკატერინე ავსტრიელი (დ. 14 თებერვალი 1507 — გ. 12 თებერვალი 1578) — ჰაბსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი. კასტილიისა და არაგონის დედოფალ ხუანა I-ისა და მისი ქმრის, ბურგუნდიის ჰერცოგ ფილიპე I-ის ასული. პორტუგალიის დედოფალი 1525-1557 წლებში როგორც ჟუან III-ის მეუღლე. თავისი შვილიშვილის, სებასტიან I-ის რეგენტი 1557-1562 წლებში.
ეკატერინე ავსტრიელი | |
---|---|
ეკატერინე ავსტრიელის პორტრეტი, შესრულებულია 1552 წელს ანტონიო მურის მიერ | |
პორტუგალიის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 10 თებერვალი 1525 |
მმართ. დასასრული: | 11 ივნისი 1557 |
წინამორბედი: | ელეონორ ავსტრიელი |
მემკვიდრე: | მარგარეტ ავსტრიელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 14 თებერვალი, 1507 |
დაბ. ადგილი: | ტორკუემადა, ესპანეთი |
გარდ. თარიღი: | 12 თებერვალი, 1578 (70 წლის) |
გარდ. ადგილი: | ლისაბონი, პორტუგალია |
მეუღლე: | ჟუან III, პორტუგალიის მეფე |
შვილები: |
მარია მანუელა, ასტურიის პრინცესა ჟუან მანუელი, პორტუგალიის პრინცი |
დინასტია: | ჰაბსბურგები |
მამა: | ფილიპე I, ბურგუნდიის ჰერცოგი |
დედა: | ხუანა I, კასტილიის დედოფალი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ხელმოწერა: | |
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებაკასტილიისა და არაგონის ინფანტა და ავსტრიის ერცჰერცოგინია ეკატერინე დაიბადა ბურგუნდიის ჰერცოგ ფილიპე I-ისა და მისი ცოლის, კასტილიისა და არაგონის დედოფალ ხუანა I-ის ოჯახში. იგი დაიბადა ესპანეთის ქალაქ ტორკუემადაში. მას სახელი დეიდამისის, ინგლისის დედოფალ ეკატერინე არაგონელის პატივსაცემად დაარქვეს. მას ზრდიდა ჭკუიდან შეშლილი დედამისი, მანამ სანამ მისი და-ძმები, ელეონორი და კარლოსი არ ჩავიდნენ ესპანეთში მის მოსავლელად. მათ შეშლილი ხუანა გამოკეტეს, ეკატერინე კი ფლანდრიაში წაიყვანეს და იქ გაზარდეს.
ყველა მისი და-ძმა, გარდა ფერდინანდისა, დაიბადა ფლანდრიაში. მათზე ზრუნავდა მათი მამიდა, სავოიის ჰერცოგის ქვრივი მარგარეტ ავსტრიელი. რამდენიმე წელიწადში ეკატერინე დედამისთან ერთად გამოკეტეს, ხოლო როცა მისი გათხოვების დრო დადგა გაანთავისუფლეს, ხუანა კი კვლავ ისე დატოვეს.
დედოფალი
რედაქტირება1525 წლის 10 თებერვალს ეკატერინე დაქორწინდა თავის ბიძაშვილზე, პორტუგალიის მეფე ჟუან III-ზე. ეკატერინესა და ჟუანს 9 შვილი შეეძინათ, რომელთაგან მხოლოდ ორი გადარჩა, თუმცა ერთი 16-ის, ხოლო მეორე 17-ის გარდაიცვალა.
დედოფალი ეკატერინე მთლიანად გადართული იყო თავისი ოჯახის განათლებაზე, სამეფო ბიბლიოთეკის წიგნებით შევსებაზე და სამეფო სასახლის გემოვნებით მოწყობაზე. თავის სასახლეში მან ჩაიყვანა ჰუმანისტი ხუანა ვაზი და პოეტი ლუისა სიგენა დე ველასკო. ვაზი პასუხისმგებელი იყო ეკატერინეს ქალიშვილის, პრინცესა მარიას აღზრდაზე.
1557 წელს ჟუან III-ის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ავიდა მათი შვილიშვილი სებასტიან I. ვინაიდან სებასტიანი მცირეწლოვანი იყო, მის რეგენტად ეკატერინე ავსტრიელი დაინიშნა. ეკატერინე თავისი ძმის, ესპანეთის მეფე კარლოსის გავლენის ქვეშ იყო და მისი მითითებებით მართავდა სახელმწიფოს. 1562 წლიდან ეკატერინეს პროესპანური პოლიტიკის გამო ჩამოართვეს რეგენტობა და ინფანტ ენრიკეს გადასცეს.
ეკატერინე ავსტრიელი გარდაიცვალა 1578 წლის 12 თებერვალს 71 წლის ასაკში.
შვილები
რედაქტირებასახელი | დაიბადა | გარდაიცვალა | გარდ. ასაკი | მეუღლე | წოდება |
---|---|---|---|---|---|
ალფონსო | 24 თებერვალი 1526 | 12 აპრილი 1625 | თვენახევრის | პორტუგალიის პრინცი | |
მარია | 15 ოქტომბერი 1527 | 12 ივლისი 1545 | 17 წლის | ფილიპე II | ასტურიის პრინცესა,
მილანის ჰერცოგინია |
ისაბელა | 28 აპრილი 1529 | 22 მაისი 1530 | 1 წლის | ||
ბეატრიჩე | 15 თებერვალი 1530 | 16 მარტი 1530 | 1 თვის | ||
მანუელი | 1 ნოემბერი 1531 | 14 აპრილი 1537 | 5 წლის | პორტუგალიის პრინცი | |
ფილიპი | 25 მარტი 1533 | 29 აპრილი 1539 | 6 წლის | პორტუგალიის პრინცი | |
დენისი | 6 აპრილი 1535 | 1 იანვარი 1537 | 1 წლის | ||
ჟუან მანუელი | 3 ივნისი 1537 | 2 იანვარი 1554 | 16 წლის | ხუანა | პორტუგალიის პრინცი |
ანტონი | 9 მარტი 1539 | 20 იანვარი 1540 | 11 თვის |
წინაპრები
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Jordan, Annemarie (1994). The Development of Catherine of Austria's Collection in the Queen's Household: Its Character and Cost. Providence, R. I.: Brown University. p. 700.
- Walsby, Malcolm; Constantinidou, Natasha (2013). Documenting the Early Modern Book World: Inventories and Catalogues in Manuscript and Print. Brill. pp. 101–103.
- Boxer, Charles Ralph (1981). João de Barros: Portuguese Humanist and Historian of Asia. Concept Publishing Company. pp. 17–18.
- Teresa Canepa, "The Iberian royal courts of Lisbon and Madrid, and their role in spreading a taste for Chinese porcelain in 16th century Europe" in Chinese and Japanese Porcelain for the Dutch Golden Age, Jan van Campen and Titus Eliens, ads. Amsterdam: Wanders Uitgevers,, n.d., p. 18
- Teresa Canepa, "The Iberian royal courts of Lisbon and Madrid, and their role in spreading a taste for Chinese porcelain in 16th-century Europe", Ibid, p. 17
- Annemarie Jordan Gshwend, "In the Tradition of Princely Collections: Curiosities and Exotica in the Kunstkammer of Catherine of Austria," in Bulletin of the Society for Renaissance Studies, Volume XIII, Number 1 (October 1995), p. 142
წინამორბედი: ელეონორ ავსტრიელი |
პორტუგალიისა და ალგავრის დედოფალი 10 თებერვალი 1525 - 11 ივნისი 1557 |
შემდეგი: მარგარეტ ავსტრიელი |
წინამორბედი: ინფანტი პეტერი |
პორტუგალიის რეგენტი 11 ივნისი 1557 - 23 დეკემბერი 1562 |
შემდეგი: ინფანტი ენრიკე |