ხუანა ენრიკესი
ხუანა ენრიკესი (ესპ. Juana Enríquez; დ. 1425 — გ. 13 თებერვალი, 1468) — კასტილიელი დიდგვაროვანი. არაგონის, ნავარის, სიცილიისა და მალიორკის დედოფალი 1458-68 წლებში როგორც ხუან II-ის მეორე ცოლი. ესპანეთის გამერთიანებელი მეფის, ფერდინანდ II-ის დედა.
ხუანა ენრიკესი | |
---|---|
არაგონის, მალიორკის, ვალენსიისა და სიცილიის დედოფალი, ბარსელონას გრაფინია | |
მმართ. დასაწყისი: | 7 ივნისი, 1458 |
მმართ. დასასრული: | 13 თებერვალი, 1468 |
წინამორბედი: | მარია კასტილიელი |
მემკვიდრე: | ისაბელ კასტილიელი |
ნავარის დედოფალი (დე ფაქტო) | |
მმართ. დასაწყისი: | 1 აპრილი, 1444 |
მმართ. დასასრული: | 13 თებერვალი, 1468 |
წინამორბედი: | აგნესა კლეველი |
მემკვიდრე: | მარგარიტა ანჟულიმელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1425 |
დაბ. ადგილი: | ვალიადოლიდი, კასტილია |
გარდ. თარიღი: | 13 თებერვალი, 1468, (42-43 წლის) |
გარდ. ადგილი: | ტარაგონა, არაგონი |
მეუღლე: | ხუან II, არაგონის მეფე |
შვილები: |
ფერდინანდ II, არაგონის მეფე ხუანა, ნეაპოლის დედოფალი |
დინასტია: | ენრიკესები |
მამა: | ფადრიკ ენრიკეს დე მენდოსა |
დედა: | მარიანა ფერნანდეს დე კორდოვა |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებახუანა დაიბადა 1425 წელს, კასტილიის დედაქალაქ ვალიადოლიდთან ახლოს. იგი იყო ადგილობრივი დიდგვაროვნის, ფადრიკ ენრიკესისა და მისი ცოლის, მარიანა ფერნანდესის ქალიშვილი. მამის ხაზით, იგი კასტილიის მეფე ალფონსო XI-ის შვილთაშვილის შვილი იყო.
1444 წელს ხუანა ცოლად გაჰყვა არაგონისა და სიცილიის დაქვრივებულ პრინც ხუანს, რომელსაც პირველი ცოლისგან, დედოფალ ბლანკა ნავარელისგან მემკვიდრეობით ნავარის სამეფო ტახტი და სამი შვილი დარჩენოდა. ეს ქორწინება ბლანკას გარდაცვალებიდან სამი წლის შემდეგ შედგა. მისი შვილები ტახტისათვის იბრძოდნენ, ამიტომაც ხუანა და ხუანი მხოლოდ დე-ფაქტო მეფე-დედოფალი იყვნენ ნავარისა. ყოველივე ამას მოჰყვა ნავარის სამოქალაქო ომი, რომლის დასრულებასაც ხუანა ვერ მოესწრო. ასე თუ ისე, 1461 წელს, ჯერ მისი გერის, მეფე კარლ IV-ის, ხოლო შემდეგ მეორე გერის, დედოფალ ბლანკა II-ის მოწამვლის შემდეგ, ნავარის ტახტი ხუანის გარდაცვალებამდე მათ დარჩათ, ასევე მათ დარჩაც არაგონ-სიცილიის ტახტებიც.
ხუანასა და ხუანს სულ ორი შვილი შეეძინათ:
- ფერდინანდ II (1452-1516), არაგონისა და კასტილიის მეფე, კოლუმბის ექსპედიციის დამფინანსებელი, რეკონკისტას დამსრულებელი, ესპანეთის კოლონიური იმპერიის დამაარსებელი და ა.შ. პირველად იქორწინა ისაბელ I კასტილიელზე, რომელთანაც შეეძინა პორტუგალიის დედოფალი ისაბელი, ესპანეთის დედოფალი ხუანა I, ასტურიის პრინცი ხუანი, ასევე პორტუგალიის დედოფალი მარია და ინგლისის დედოფალი კატალინა არაგონელები, თუმცა მისი გარდაცვალების შემდეგ მეორედ დაქორწინდა საფრანგეთის მეფე ლუი XII-ის დის შვილ ჟერმენა დე ფუაზე;
- ხუანა (1455-1517), ცოლად გაჰყვა თავისსავე ბიძაშვილს, ნეაპოლის მეფე ფერდინანდ I-ს, რომელთანაც მხოლოდ ორი შვილი შეეძინა, მათ შორის ნეაპოლის დედოფალი ჯოვანა;
1461 წელს, ხუანამ მოახერხა და ჯირონას პრინციპილატიც მოიერთა. იგი გარდაიცვალა 1468 წლის 13 თებერვალს, 42-43 წლის ასაკში.
ლიტერატურა
რედაქტირება- Rafael Altamira, Spagna, 1412-1516, in Storia del mondo medievale, vol. VII, 1999, pp. 546–575