აგნესა კლეველი (გერმ. Agnesa von Kleve; დ. 22 მარტი, 1422 — გ. 6 აპრილი, 1448) — ლა მარკთა დინასტიის წარმომადგენელი. კლევ-მარკის ჰერცოგ ადოლფ I-ისა და მისი მეუღლის, ბურგუნდიის ჰერცოგ ფილიპ III-ისა და მარგარეტ ბავარიელის ქალიშვილ ჰერცოგინია მარი ბურგუნდიელის შუათანა ასული. საფრანგეთის მეფე ლუი XII-ის დეიდა.

აგნესა კლეველი
ნავარის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 1 აპრილი, 1441
მმართ. დასასრული: 6 აპრილი, 1448
წინამორბედი: ელეანორა კასტილიელი
მემკვიდრე: ხუანა ენრიკესი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 22 მარტი, 1422
გარდ. თარიღი: 6 აპრილი, 1448, (26 წლის)
მეუღლე: კარლ IV, ნავარის მეფე
დინასტია: ლა მარკები
მამა: ადოლფ I, კლევის ჰერცოგი
დედა: მარი ბურგუნდიელი
რელიგია: კათოლიციზმი

1439 წელს ცოლად გაჰყვა ვიანის პრინც კარლ ტრასტამარას, რომელიც დედამისის, დედოფალ ბლანკა I-ის გარდაცვალების შემდეგ, 1441 წელს ნავარის მეფე ხდება. მამამისმა, არაგონის მეფე ხუან II-მ მისთვის არაერთხელ სცადა ტახტის წართმევა.

რამდენიმეწლიანი ქორწინებიდან, დედოფალ აგნესასა და მეფე კარლს შვილები არ ჰყოლიათ. აგნესა გარდაიცვალა 1448 წლის 6 აპრილს, 26 წლის ასაკში. ამის შემდეგ, კარლმა მემკვიდრის გაჩენის მიზნით კიდევ რამდენჯერმე სცადა დაქორწინება, თუმცა ამაოდ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Anthony, Raoul: Identification et Étude des Ossements des Rois de Navarre inhumés dans la Cathédrale de Lescar, Masson, Párizs, 1931. URL: Lásd Külső hivatkozások