მარგარეტ ბავარიელი
მარგარეტ ბავარიელი (გერმ. Margarete von Bayern, ფრანგ. Marguerite de Bavière; დ. 1363 — გ. 23 იანვარი, 1424) — ვიტელსბახების დინასტიის წარმომადგენელი. ბავარიის ჰერცოგ ალბერტ I-ისა და მისი პირველი ცოლის, მარგარეტე ბრიუგელის შუათანა ასული. ბურგუნდიის ჰერცოგინია 1404-19 წლებში როგორც ჟან I უშიშის მეუღლე. თავისი ვაჟის, ჰერცოგ ფილიპ III-ის რეგენტი 1419-23 წლებში.
მარგარეტ ბავარიელი | |
---|---|
არტუას, ფლანდრიის, ნევერისა და შაროლუას გრაფინია, ბურგუნდიის ჰერცოგინია | |
მმართ. დასაწყისი: | 27 აპრილი, 1404 |
მმართ. დასასრული: | 10 სექტემბერი, 1419 |
წინამორბედი: | მარგარიტა III ფლანდრიელი |
მემკვიდრე: | მიშელ დე ვალუა |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1363 |
გარდ. თარიღი: | 23 იანვარი, 1424, (60-61 წლის) |
გარდ. ადგილი: | დიჟონი, ბურგუნდია |
მეუღლე: |
ჟან I, ბურგუნდიის ჰერცოგი (ქ. 1385 - გარდ. 1419) |
შვილები: |
კატრინი მარგარიტა, საფრანგეთის დოფინი მარი, კლევის ჰერცოგინია ფილიპ III, ბურგუნდიის ჰერცოგი იზაბელი, პენტიევრის გრაფინია ჟანა ანა, ბედფორდის ჰერცოგინია აგნესი, ბურბონის ჰერცოგინია |
დინასტია: | ვიტელსბახები |
მამა: | ალბერტ I, ბავარიის ჰერცოგი |
დედა: | მარგარეტე ბრიუგელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებამარგარეტი დაიბადა 1363 წელს. იგი იყო ბავარია-სტრაუბინგის ჰერცოგის, ენოს, ჰოლანდიისა და ზელანდიის გრაფისა და ასევე ფრიზიის ლორდ ალბერტ I-ისა და მისი პირველი მეუღლის, მარგარეტე ბრიუგელის შუათანა ქალიშვილი.
1385 წელს მარგარეტი ქალაქ კამბრში მიათხოვეს ბურგუნდიის ჰერცოგ ფილიპ II-ის უფროს ვაჟს, ნევერის გრაფ ჟან უშიშს. ეს იყო ორმაგი დინასტიური ქორწინება ბურგუნდიისა და ბავარიის სამეფო კარებს შორის, რომელიც ჟანის დედის, გრაფინია მარგარიტა III ფლანდრიელის თაოსნობით შედგა. მარგარეტთან და ჟანთან ერთად დაქორწინდნენ მათი და-ძმაც — ვილჰელმ ბავარიელი და მარგარიტა ბურგუნდიელი. 1404 წელს ჟან უშიშის მამა, ხოლო 1405 წელს კი დედაც გარდაიცვალა, რის შემდეგაც ჟანი და მარგარეტი ადიან ბურგუნდიის, ფლანდრიისა და არტუას ტახტზე. მათ ქორწინებიდან მხოლოდ ერთი ვაჟი და შვიდი გოგონა შეეძინათ.
1419 წელს, ჟანის მკვლელობის შემდეგ ტახტზე მათი ვაჟი ფილიპ III ავიდა, მისი მცირეწლოვანების გამო კი 1423 წლამდე მის რეგენტად მარგარიტა დაინიშნა. ფილიპის ზრდასრულობის იუბილედან სულ რამდენიმე თვეში, 1424 წლის 23 იანვარს მარგარეტ ბავარიელი გარდაიცვალა.
შვილები
რედაქტირება- კატრინი (1391—1414), 1410 წელს დანიშნეს მის ბიძაშვილ ლუი II ანჟუელზე, თუმცა ნიშნობა ჩაიშალა და კატრინიც მალევე დაიღუპა;
- მარი (1393—1463), ცოლად გაჰყვა კლევისა და მარკის ჰერცოგ ადოლფ I-ს და შეეძინა რვა შვილი;
- მარგარიტა (1393—1442), პირველად ცოლად გაჰყვა საფრანგეთის დოფინ ლუი დე ვალუას, მეფე შარლ VI-ის ძეს, თუმცა მისი ნაადრევი გარდაცვალების შემდეგ იგი მეორედ დაქორწინდა ბრეტანის ჰერცოგ არტურ რიჩმონტზე;
- ფილიპ III (1396—1467), ბურგუნდიის ჰერცოგი, პირველად ცოლად შეირთო საფრანგეთის მეფე შარლ VI-ის ასული მიშელ დე ვალუა, მისი გარდაცვალების შემდეგ იქორწინა ბონა არტუელზე, ხოლო მეორე დაქვრივების შემდეგ კი დაქორწინდა პორტუგალიის მეფე ჟუან I-ის ქალიშვილ ისაბელ პორტუგალიელზე, რომელთანაც შეეძინა სამი შვილი, თუმცა საყვარლებისგან ასევე ჰყავდა შვიდი შვილი;
- იზაბელი (?—1412), 1406 წელს ცოლად გაჰყვა პენტიევრისა და პერიგროდის გრაფ ოლივერ დე შატილონ-ბლუას;
- ჟანა (1399), გარდაიცვალა ჩვილობაში;
- ანა (1404—1432), ცოლად გაჰყვა ბედფორდის ჰერცოგ ჯონ ლანკასტერს, ინგლისის მეფე ჰენრი IV-ის ვაჟს;
- აგნესი (1407—1476), ცოლად გაჰყვა ბურბონის ჰერცოგ შარლ I დე ბურბონს, საფრანგეთის მეფე ლუი IX-ის შთამომავალს;
ლიტერატურა
რედაქტირება- Bayley, Francis, The Bailleuls of Flanders and the Bayleys of Willow Hall, (Spottiswoode & Co.:London, 1881), 263.
- Richard Vaughan, John the Fearless: The Growth of Burgundian Power, (The Boydell Press, 2010), 2–3.
- de Sousa, Antonio Caetano (1735). Historia genealogica da casa real portugueza (in Portuguese). Lisbon: Lisboa Occidental. p. 147.
- Suckale, Robert; Crossley, Paul (2005). Prague: The Crown of Bohemia, 1347-1437. Metropolitan Museum of Art. p. 16. ISBN 9781588391612.