აგნეს ბურგუნდიელი
აგნეს ბურგუნდიელი (ფრანგ. Agnès de Bourgogne; დ. 1407 — გ. 1 დეკემბერი, 1476) — ვალუას დინასტიის წარმომადგენელი. ბურგუნდიის ჰერცოგ ჟან I-ისა და მარგარეტ ბავარიელის ქალიშვილი. ბურბონის ჰერცოგინია 1434-1456 წლებში როგორც შარლ I-ის მეუღლე.
აგნეს ბურგუნდიელი | |
---|---|
ბურბონის ჰერცოგინია | |
მმართ. დასაწყისი: | 1435 |
მმართ. დასასრული: | 1456 |
წინამორბედი: | მარი ბერელი |
მემკვიდრე: | ჟანა დე ვალუა |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1407 |
გარდ. თარიღი: | 1 დეკემბერი, 1476, (68-69 წლის) |
მეუღლე: | შარლ I, ბურბონის ჰერცოგი |
დინასტია: | ვალუები |
მამა: | ჟან I, ბურგუნდიის ჰერცოგი |
დედა: | მარგარეტ ბავარიელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ქორწინება და შვილები
რედაქტირება1435 წელს აგნესი ცოლად გაჰყვა ბურბონის ჰერცოგ შარლ I-ს, რომელთანაც შეეძინა თერთმეტი შვილი:
- ჟან II (1426-1488), ეწეოდა სასულიერო საქმიანობას, მამის გარდაცვალების შემდეგ გახდა ბურბონის ჰერცოგი, ცოლად ჰყავდა ჟანა დე ვალუა, თუმცა გარდაიცვალა უშვილოდ;
- მარი (1428-1448), ცოლად გაჰყვა ლოთარინგიის ჰერცოგ ჟან II-ს;
- ფილიპი (1430-1440), ბეჟოს ჰერცოგი, გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
- შარლ II (1434-1488), ლიონის არქიეპისკოპოსი და მცირე ხნით ბურბონის ჰერცოგი, გარდაიცვალა დაუქორწინებელი;
- იზაბელი (1436-1465), ცოლად გაჰყვა ბურგუნდიის ჰერცოგ შარლ I-ს;
- პიერ II (1438-1503), ბურბონის ჰერცოგი, ცოლად შეირთო ანა დე ვალუა რომელთანაც შეეძინა მხოლოდ ერთი ქალიშვილი;
- ლუი (1438-1482), ლიეჟის ეპისკოპოსი;
- მარგარიტა (1438-1483), ცოლად გაჰყვა სავოიის ჰერცოგ ფილიპო II-ს;
- კატრინი (1440-1469), ცოლად გაჰყვა გელდერის ჰეროცგ ადოლფ II-ს;
- ჟანა (1442-1493), ცოლად გაჰყვა ორანჟ-ნასაუს პრინც იოჰან II-ს;
- ჟაკი (1445-1468), მონტესპიერის გრაფი, გარდაიცვალა დაუქორწინებელი;
ლიტერატურა
რედაქტირება- O'Reilly, Elizabeth Boyle, How France Built Her Cathedrals, (Harper Brothers Publishers:London, 1921).