მარგარიტა დე ბურბონი (1438-1483)

მარგარიტა დე ბურბონი (ფრანგ. Marguerite de Bourbon; დ. 5 თებერვალი, 1438 — გ. 24 აპრილი, 1483) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. ბურბონის ჰერცოგ შარლ I-ისა და მისი მეუღლის, ჰერცოგინია აგნეს ბურგუნდიელის უმცროსი ქალშვილი.

მარგარიტა დე ბურბონი
წოდებები
ბრეზის გრაფინია
ბუგეის სენიორა
დაიბადა 5 თებერვალი, 1438
გარდაიცვალა 24 აპრილი, 1483, (45 წლის)
საგვარეულო ბურბონები
მეუღლე(ები) ფილიპო II, სავოიის ჰერცოგი
შვილ(ებ)ი ლუიზა, ანგულემის გრაფინია
ფილიბერტო II, სავოიის ჰერცოგი
მამა შარლ I, ბურბონის ჰერცოგი
დედა აგნეს ბურგუნდიელი
რელიგია კათოლიციზმი

1472 წლის 6 აპრილს ცოლად შერთეს ფილიპო სავოიელს (1443-1497), სავოიის ჰერცოგ ლუდოვიკოსა და ანა კვიპროსელის ვაჟს, საფრანგეთის დედოფალ შარლოტა სავოიელის ძმას, რომელთანაც შეეძინა სამი შვილი:

  1. ლუიზა (1476-1531), ცოლად გაჰყვა ანგულემის გრაფ შარლ დე ვალუას, რომელთანაც შეეძინა საფრანგეთის მეფე ფრანსუა I და ნავარის დედოფალი მარგარიტა ანგულიმელი;
  2. ჯიროლამო (1478), გარდაიცვალა ჩვილი;
  3. ფილიბერტო II (1480-1504), სავოიის ჰერცოგი 1497-1504 წლებში. პირველად დაქორწინდა თავის ბიძაშვილ იოლანდა ლუიზა სავოიელზე, მისი გარდაცვალების შემდეგ კი საღვთო რომის იმპერატორ მაქსიმილიან I-ის ასულ მარგარეტ ავსტრიელზე, მაგრამ შვილები არ ჰყოლია;

მარგარიტა გარდაიცვალა 1483 წლის 24 აპრილს შატო დე პონ-დ'ენში, 45 წლის ასაკში. ამის შემდეგ მისი ქმარი მეორედ დაქორწინდა ბრეტონელ დიდებულ კლაუდინა დე ბროსზე, რომელთანაც კიდევ ექვსი შვილი შეეძინა, 1496 წელს კი იგი სავოიის ჰერცოგიც ხდება ფილიპო II-ის სახელით.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Hand, Joni M. (2013). Women, Manuscripts and Identity in Northern Europe, 1350-1550. Ashgate Publishing Limited.