იოლანდა ლუიზა სავოიელი

იოლანდა ლუიზა სავოიელი (იტალ. Iolanda Luisa di Savoia; დ. 11 ივლისი, 1487, ჟენევა — გ. 12 სექტემბერი, 1499, ჟენევა) — სავოიელთა დინასტიის წარმომადგენელი. სავოიის ჰერცოგ კარლო I-ისა და ბიანკა მონფერატელის ასული. სავოიის ჰერცოგინია 1497-1499 წლებში როგორც ფილიბერტო II-ის პირველი ცოლი.

იოლანდა ლუიზა სავოიელი
სავოიის ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 7 ნოემბერი, 1497
მმართ. დასასრული: 12 სექტემბერი, 1499
წინამორბედი: კლაუდინა დე ბროსი
მემკვიდრე: მარგარეტ ავსტრიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 11 ივლისი, 1487
გარდ. თარიღი: 12 სექტემბერი, 1499, (12 წლის)
მეუღლე: ფილიბერტო II, სავოიის ჰერცოგი
დინასტია: სავოიელები
მამა: კარლო I, სავოიის ჰერცოგი
დედა: ბიანკა მონფერატელი
რელიგია: კათოლიციზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

იოლანდა ლუიზა დაიბადა 1487 წლის 11 ივლისს ჟენევაში. იგი იყო სავოიის ჰერცოგ კარლო I-ისა და მისი მეუღლის, ბიანკა მონფერატელის პირველი შვილი. მას სახელი ბებიის, საფრანგეთის მეფე შარლ VII-ის ასულ იოლანდა ვალუას პატივსაცემად დაარქვეს. მას მხოლოდ ერთი ღვიძლი ძმა, მომავალში ჰერცოგი კარლო II ჰყავდა.

1490 წელს, მამამისის გარდაცვალების გამო ტახტი მისმა ჩვილმა ძმამ, კარლო II-მ დაიკავა, რომელიც 1496 წელს, 6 წლის ასაკში დაიღუპა. ამის გამო ტახტს იოლანდას მამის ბიძა, ფილიპო II იკავებს, რომელმაც იმავე წელს 9 წლის იოლანდა თავის 16 წლის ვაჟზე, პრინც ფილიბერტოზე დააქორწინა.

მომდევნო, 1497 წელს ფილიპო II დაიღუპა და ტახტი ფილიბერტო II-მ დაიკავა, რითაც იოლანდა ლუიზა სავოიის ჰერცოგინია გახდა. იგი 1499 წლის 12 სექტემბერს, 12 წლის ასაკში უშვილოდ გარდაიცვალა, რის გამოც 1501 წელს მისი ქმარი მეორედ დაქორწინდა მარგარეტ ავსტრიელზე.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Samuel Guichenon (révision de Jean-Michel Briolo), Histoire généalogique de la royale maison de Savoie, deuxième édition de 1778, tome 2, 458 pages. Page 158, paragraphe « Enfants de Charles et de Blanche de Montferrat»
  • Comte de Mareschal, « Le chancelier de Savoie Antoine Champion et sa famille», compte-rendu de la séance du 15 mars 1883 à l'Académie de Savoie, dans Courrier des Alpes, 42e année, no 36, samedi 24 mars 1883, page 2.
  • Maur François Dantine, Charles Clémencet, Ursin Durant, François Clement, L'art de vérifier les dates des faits historiques, des chartes, des chroniques, et autres anciens monumens, G. Desprez, 1819, 934 pages; pages 161 et 162, paragrpahe « Philibert II, dit le Beau».