კარლო II სავოიელი
კარლო II სავოიელი (იტალ. Carlo II di Savoia; დ. 23 ივნისი, 1489, ტურინი, იტალია — გ. 16 აპრილი, 1496, მონკალიერი, იტალია) — სავოიელთა დინასტიის წარმომადგენელი. სავოიის ჰერცოგი 1490-1496 წლებში. ჰერცოგ კარლო I-ისა და ჰერცოგინია ბიანკა მონფერატელის ვაჟი.
კარლო II სავოიელი | |
---|---|
სავოიის ჰერცოგი | |
მმართ. დასაწყისი: | 13 მარტი, 1490 |
მმართ. დასასრული: | 16 აპრილი, 1496 |
წინამორბედი: | კარლო I |
მემკვიდრე: | ფილიპო II |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 23 ივნისი, 1489 |
გარდ. თარიღი: | 16 აპრილი, 1496, (6 წლის) |
დინასტია: | სავოიელები |
მამა: | კარლო I, სავოიის ჰერცოგი |
დედა: | ბიანკა მონფერატელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაკარლო სავოიელი დაიბადა 1489 წლის 23 ივნისს ტურინში. იგი იყო სავოიის ჰერცოგ კარლო I-ისა და მისი მეუღლის, ჰერცოგინია ბიანკა მონფერატელის პირველი შვილი და ერთადერთი ვაჟი. მისი გაჩენიდან სულ რამდენიმე თვეში, 1490 წლის 13 მარტს მამამისი გარდაიცვალა, რის გამოც ჰერცოგი ჯერ კიდევ ჩვილი კარლო II ხდება, რომელსაც რეგენტად დედამისი დაენიშნა.
კარლოს ხანმოკლე მმართველობის პერიოდს ემთხვევა იტალიური ომების დაწყებაც. 1494 წელს საფრანგეთის მეფე შარლ VIII იტალიაში შეიჭრა ნეაპოლის სამეფოს დასაპყრობად. ამ დროს კარლოს დედამ, რეგენტმა ბიანკამ ფრანგული ლაშქარი სავოიაზე მშვიდობიანად გაატარა და გზად მათი გამოკვებაც უზრუნველყო.
ცნობილია, რომ ბიანკა მოფერატელი ცდილობდა, რომ კარლო დაექორწინებინა მისსავე მამიდაშვილ შარლოტა ნეაპოლელზე (1479-1506), თუმცა მოლაპარაკებები კარგად წავიდა, კარლო სრულიად მოულოდნელად, 1496 წლის 16 აპრილს, 6 წლის ასაკში გარდაიცვალა, რის გამოც ტახტს მამამისის ბიძა, ფილიპო II იკავებს.
ლიტერატურა
რედაქტირება- Sabaudian Studies: Political Culture, Dynasty, and Territory (1400–1700), ed. MAtthew Vester,(Truman State University Press, 2013), 6.
- Michael Mallett and Christine Shaw, The Italian Wars, 1494-1559, (Pearson Education Limited, 2012), 6.