ჟენევა
ჟენევა (ფრანგ. Genève, გერმ. Genf, ლათ. Genava) — შვეიცარიის სიდიდით მეორე და რომანდიის უდიდესი ქალაქი, ჟენევის კანტონის ადმინისტრაციული ცენტრი, მდებარეობს ჟენევის ტბის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე. მდინარე რონის ორივე ნაპირზე.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ჟენევა ფრანგ. Genève | |||||
![]() | |||||
| |||||
ქვეყანა |
![]() | ||||
კანტონი | ჟენევა | ||||
კოორდინატები | 46°12′00″ ჩ. გ. 6°09′00″ ა. გ. / 46.20000° ჩ. გ. 6.15000° ა. გ. | ||||
მმართველი | Alfonso Gomez Cruz[1] | ||||
ფართობი | 15.92 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 373.6 მეტრი | ||||
ოფიციალური ენა | ფრანგული ენა | ||||
მოსახლეობა | 201 818 (31 დეკემბერი, 2018)[2] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1 | ||||
სატელეფონო კოდი | 22 | ||||
საფოსტო ინდექსი | 1201, 1202, 1203, 1204, 1205, 1206, 1207, 1208 და 1209 | ||||
საავტომობილო კოდი | GE | ||||
ოფიციალური საიტი | https://www.geneve.ch | ||||
ისტორია რედაქტირება
ჟენევას პირველად იულიუს კეისარი მოიხსენიებს ძვ. წ. I საუკუნეში. შუა საუკუნეებში თვითმმართველობასა და სხვა პრივილეგიებს მიაღწია. XIV-XV საუკუნეებში განთქმული იყო თავისი ბაზრობებით, მოგვიანებით საბანკო-საკრედიტო ოპერაციების ცენტრი გახდა. XVI საუკუნეში იყო შვეიცარიის კონფედერაციის „მოკავშირე მხარე“. 1536 წელს გატარდა ჯერ ცვინგლის, შემდეგ - კალვინისტური რეფორმაცია, რომლის დროს კალვინიზმის ევროპული ცენტრი გახდა. 1584 წელს დადო „საუკუნის კავშირი“ ბერნთან და ციურიხთან. 1798-1814 წწ. ეკუთვნოდა საფრანგეთს. 1815 წელს წარმოადგენდა შვეიცარიის 22-ე კანტონს.
ჟენევა საერთაშორისო კონფერენციების მოწვევის ტრადიციული ადგილი და საერთაშორისო ორგანიზაციების და დაწესებულებების ადგილსამყოფელია (გაერო, წითელი ჯვარი...). არის ტურიზმის მნიშვნელოვანი კერა.
ღირსშესანიშნაობები რედაქტირება
- სენ-პიერის ტაძარი (XII ს.)
- სენტ-მარი-მადლენის ტაძარი (XIV-XV სს.)
- სასახლე ენარი (1817-1821 წწ.)