ბერნი (გერმ. Bern, ფრანგ. Berne, იტალ. Berna) — ფედერალური მნიშვნელობის ქალაქი შვეიცარიაში, დე-ფაქტო კონფედერაციის დედაქალაქი. კამათი იმის შესახებ, უნდა ჰქონოდა კონფედერაციას დედაქალაქი თუ არა დასრულდა კომპრომისით - დედაქალაქს ოფიციალურად ფედერალური მნიშვნელობის ქალაქს უწოდებენ. ქალაქი არის ამავე სახელის მქონე კანტონის დედაქალაქი. მოსახლეობის უმრავლესობა გერმანულენოვანია, უკავია მეოთხე ადგილი შვეიცარიაში მოსახლეობის მიხედვით (ციურიხის, ჟენევისა და ბაზელის შემდეგ).[2] საქალაქო აგლომერაცია ითვლის 349 ათას ადამიანს.[3] 1983 წელს ქალაქის ისტორიული ნაწილი შევიდა იუნესკოს მსოფლიო ძეგლთა დაცვის სიაში, ხოლო თვითონ ქალაქი შედის საუკეთესო საცხოვრებელი ქალაქების ათეულში.[4]

ქალაქი
ბერნი
Bern
დროშა გერბი

ქვეყანა შვეიცარიის დროშა შვეიცარია
დაქვემდებარება დედაქალაქი
კანტონი ბერნი
შიდა დაყოფა Breitenrain-Lorraine[1] , Bümpliz-Oberbottigen[1] , Inner City[1] , Kirchenfeld-Schosshalde[1] , Länggasse-Felsenau[1] და Mattenhof-Weissenbühl[1]
კოორდინატები 46°57′00″ ჩ. გ. 7°27′00″ ა. გ. / 46.95000° ჩ. გ. 7.45000° ა. გ. / 46.95000; 7.45000
ქალაქის მერი Alec von Graffenried
დაარსდა 1191
ფართობი 51.6 კმ²
ცენტრის სიმაღლე 542
ოფიციალური ენა გერმანული ენა
მოსახლეობა 128,041 კაცი (2007)
სიმჭიდროვე 2,481 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი 031
საფოსტო ინდექსი 3000
საავტომობილო კოდი BE
ოფიციალური საიტი bern.ch
ბერნი — შვეიცარია
ბერნი

დემოგრაფია

რედაქტირება

მოსახლეობა

რედაქტირება

ბერნის მოსახლეობა 2018 წლის მონაცემებით 133 883 ადამიანს შეადგენდა.[5] მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 34% უცხო ქვეყნის მოქალაქეა. 2000-დან 2010 წლამდე, 10 წლის განმავლობაში, მოსახლეობა შეიცვალა 0,6%-ით. მიგრაციის დონე 1,3%-ია, ხოლო შობადობა და გარდაცვალების შემთხვევები პროცენტულად 2,1%-ს შეადგენს.[6]

მოსახლეობის უმეტესი ნაწილი (2000 წლის მდგომარეობით) საუბრობს გერმანულად (სულ 104 465 ან 81,2%), როგორც მათი პირველადი ენა, იტალიური არის მეორე ყველაზე გავრცელებული ენა (5 062 ან 3,9%), ხოლო ფრანგული კი მესამე (4 671 ან 3,6%). რეტორომანული ენაზე საუბრობს მხოლოდ 171 ადამიანი.[7]

2000 წლის მონაცემებით, ბავშვები და მოზარდები (0–19 წლების ფარგლებში) მოსახლეობის 15,1%-ს შეადგენენ, ხოლო მოზრდილები (20-64 წლების ფარგლებში) 65%-ს, ხოლო ასაკოვნები (64 წელზე უფროსი ასაკის) 19,9%-ს შეადგენენ.[6] 2000 წლის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტში 59 948 ადამიანი იყო, რომლებიც არასოდეს დაქორწინებულან. იყო 49 873 დაქორწინებული პირი, 9 345 ქვრივი და 9 468 ადამიანი, რომლებიც განქორწინდნენ.[7]

2003 წელს, ბერნში ბინის ქირაობის საშუალო ფასი 1108,92 შვეიცარიული ფრანკი (CHF) იყო თვეში (დაახლოებით 890 აშშ დოლარი ან 710 ევრო). ერთოთახიანი ბინის საშუალო ფასი 619,82 CHF-ს შეადგენდა (500 აშშ დოლარი ან 400 ევრო), ორ ოთახიანი ბინის ფასი დაახლოებით 879,36 CHF (700 აშშ დოლარი ან 560 ევრო) იყო, სამ ოთახიანი ბინა 1040,54 CHF (830 აშშ დოლარი ან 670 ევრო), ხოლო ექვსი ან უფრო მეტ ოთახიანი ბინა საშუალოდ 2094,80 CHF (1680 აშშ დოლარი ან 1340 ევრო) ღირდა.[8]

2000 წლის აღწერის მიხედვით 60 455 ან 47% ემხრობოდა შვეიცარიის რეფორმირებულ ეკლესიას, ხოლო 31 510 ან 24,5% კათოლიკე იყო. დარჩენილი მოსახლეობიდან მართლმადიდებელი იყო 1 874 ადამიანი (მთლიანი მოსახლეობის 1,46%). 324 ადამიანი (0,25%), ებრაელები იყო, ხოლო 4 907 კი (3,81%), მუსულმანი. 629 ადამიანი იყო ბუდისტი, 1 430 იყო ინდუისტი, ხოლო და 177 ადამიანი სხვა რელიგიის წარმომადგენელი. 16 363 (12,72%) არ მიემხრო არცერთ რელიგიას ან იყო ათეისტი, ხოლო 7 855 ადამიანმა (6,11%) არ უპასუხა ამ კითხვას.[7]

გეოგრაფია და კლიმატი

რედაქტირება
 
მდინარე აარე, ბერნი.
 
მდ. აარე მიედინება ბერნის გარშემო.
 
ბერნის ფოტო საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან.

გეოგრაფია

რედაქტირება

ბერნი მდებარეობს შვეიცარიაში, ბერნის კანტონში, შვეიცარიის ცენტრალური ნაწილიდან ოდნავ დასავლეთით და ალპების ჩრდილოეთით 20 კილომეტრში. ბერნთან უახლოესი ორი მთა არის გურტენი, რომლის სიმაღლეა 864 მეტრი (2 835 ფუტი) და ბანტიგერი, რომლის სიმაღლეა 947 მეტრი. თავდაპირველად ქალაქი აშენდა მთიან ტერიტორიაზე, რომელიც გარშემორტყმული იყო მდინარე აარით, მაგრამ XIX საუკუნემდე გადაილახა ეს ბუნებრივი საზღვრები. აშენდა მრავალი ხიდი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი გახდა ქალაქის გაფართოება აარის მიღმა რეგიონებში. ბერნი აშენებულია ძალიან არათანაბარ ადგილზე. სიმაღლე განსხვავება 60 მეტრამდე და არსებობს ქალაქის შიდა უბნებს შორის კიდევ უფრო დიდი განხსვავება.

2009 წლის მდგომარეობით ბერნის მთიანი ფართობია 51,62 კვადრატული კილომეტრი. ამ ტერიტორიიდან 9,79 კვადრატული კილომეტრი ან ტერიტორიის 19% გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისათვის, ხოლო 17,33 კმ2 ან ტერიტორიის 33,6% დაფარული არის ტყით. დანარჩენი მიწის ნაკვეთებიდან 23,25 კმ2 ან 45% დასახლებულ ტერიტორიას მოიცავს[9] ბერნის განვითარებული ტერიტორიიდან, 3,6% უკავია სამრეწველო ნაგებობებს, 21,7% საცხოვრებელ და სხვა ნაგებობებს, ხოლო 12,6% სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას ეთმობა. ელექტროენერგია და წყლის ინფრასტრუქტურა, ქალაქის 1,1%-ს მოიცავს, ხოლო 6% უკავია პარკებსა და სპორტულიმოედნებს.

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებიდან, 14,3% გამოიყენება მოსავლის მოსაყვანად, ხოლო 4% საძოვრებად. ადგილობრივი მდინარეები მუნიციპალიტეტის წყლის მთლიან მოთხოვნას უზრუნველყოფენ.[9]

კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციის თანახმად, ბერნს აქვს ნოტიო კონტინენტური კლიმატი,[10] ქალაქში ყველაზე თბილი თვეა ივლისი, საშუალო დღიური ტემპერატურა 183 °C-ია, ხოლო ყოველდღიური მაქსიმალური ტემპერატურა 24,3 °C.[11] ბერნში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი ტემპერატურა 37 °C-ს შეადგენდა, დაფიქსირდა 2003 წლის აგვისტოში.[12] ყველაზე თბილი დღე საშუალოდ აღწევს 32,1 °C-ს.[13]

ჰაერის ნაკადი წელიწადში 103,7 დღეა ცივი, ხოლო ბერნში წელიწადში საშუალოდ 22,3 დღე ყინავს (1981-2010 წლების მონაცემები), აგრეთვე 14,1 დღეა თოვლი, თოვლის საშუალო ზომა 52,6 სანტიმეტრია.[14] იანვარი არის ყველაზე ცივი თვე, საშუალო დღიური ტემპერატურა −0,4 °C-ია, ხოლო ყოველდღიური მინიმალური ტემპერატურა −3,6 °C.[15] ყველაზე დაბალი ტემპერატურა, რაც დაფიქსირებულა ბერნში −23.0 °C-ს შეადგენდა,[16] დაფიქსირდა 1929 წლის თებერვალში. როგორც წესი, წლის ყველაზე ცივი ტემპერატურა საშუალოდ აღწევს −12,8 °C-ს[17] (1981–2010 წლების მონაცემების მიხედვით).

ეკონომიკა

რედაქტირება

2010 წლის მდგომარეობით, ბერნში უმუშევრობის დონე 3,3%-ს შეადგენდა. 2008 წლის მონაცემებით, პირველად ეკონომიკურ სექტორში 259 ადამიანი იყო დასაქმებული და დაახლოებით 59 ბიზნესი იყო ჩართული ამ სექტორში. საშუალო სექტორში დასაქმდა 16 413 ადამიანი. 135 973 ადამიანი იყო დასაქმებული მესამეულ სექტორში.[6]

2008 წელს სრული განაკვეთის ეკვივალენტური სამუშაოების ჯამური რაოდენობა 125 037 იყო. საწყის სექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობა იყო 203, აქედან 184 სოფლის მეურნეობაში და 19 სატყეო ან ხე-ტყის წარმოებაში. საშუალო სექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობა 15 476-ს შეადგენდა, რომელთაგან 7 650 ან 49,4% წარმოებაში იყო, 51 ან 0,3% იყო მაღაროში და 6 389, იგივე 41,3% მშენებლობაში. სამუშაოების რაოდენობა მესამეულ სექტორში 109 358-ს შეადგენდა. მესამე სექტორში; 11 396-ს ან 10,4%-ს იყო საბითუმო ან საცალო გაყიდვებში, 5 090 ან 4,7% სასტუმროებსა და რესტორანებში, 7 302 ან 6,7% ინფორმაციულ ინდუსტრიაში, 8 437 ან 7,7% კი დაზღვევის ან ფინანსურ ინდუსტრიაში.[18]

განათლება

რედაქტირება
 
ბერნის უნივერსიტეტის მთავარი შენობა

ბერნში, მოსახლეობის დაახლოებით 39,2%-მა ან 50 418 დაასრულა საშუალო სკოლა, ხოლო 24 311 ან 18,9%-ს დასრულებული აქვს დამატებით უმაღლესი განათლება. 24 311 ადამიანიდან, რომლებიც შვეიცარიელები იყვნენ მათთგან 51,6% კაცი იყო, ხოლო 33,0% კი ქალები. არამოქალაქეებიდან 8,9% კაცი და 6,5% ქალი იყო.[7]

ბერნის სასკოლო სისტემა უზრუნველყოფს ერთწლიან არაკვალიფიციურ საბავშვო ბაღს, რომელსაც მოჰყვება დაწყებითი სკოლა, რომელიც ექვსი წელი გრძელდება. ამას მოსდევს სამწლიანი სავალდებულო საშუალო სკოლა, სადაც მოსწავლეები გადანაწილდებიან მიდრეკილებებისა და ინტერესების მიხედვით.[19]

2009-2010 სასწავლო წლების განმავლობაში ბერნში სულ 10 979 მოსწავლე სწავლობდა. მუნიციპალიტის 89 საბავშვო ბაღში გაკვეთილები ტარდებოდა. მუნიციპალიტეტს გააჩნდა 266 დაწყებითი კლასი და 5 040 მოსწავლე. დაწყებითი მოსწავლეებიდან 30,1% იყო შვეიცარიის მუდმივი ან დროებითი რეზიდენტი, რომლებსაც არ ჰქონათ მოქალაქეობა.[20] 2000 წლის მდგომარეობით ბერნში 9 045 მოსწავლე იყო, რომლებიც სხვა მუნიციპალიტეტიდან იყვნენ ჩამოსულები, ხოლო მუნიციპალიტეტის გარეთ არსებულ სკოლებში გაკვეთილებს 1 185 ადამიანი ესწრებოდა.[21]

ბერნში სულ 8 ბიბლიოთეკაა. 2008 წლის მდგომარეობით ბიბლიოთეკებში საერთო ჯამში 10 308 336 წიგნი იყო.[22]

ტრანსპორტი

რედაქტირება
 
ტრამვაი ბერნში

ბერნში და მის გარშემო არსებულ საზოგადოებრივ ტრანსპორტს მართავს „BERNMOBIL“, რომელიც ინტეგრირებულია სატვირთო ქსელში კოორდინირებული გრაფიკით, რაც თავისთავად მოიცავს ბერნისა და ზოლოთურნის კანტონის არეალს. საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოიცავს მაგალითად, ნებისმიერი სახის მატარებელს (მათ შორის, ურბანული „S-Bahn“-ს), „PostAuto“-ს ავტობუსებს, ტრამვაის, ავტობუსებსა და სხვას. გადასახადი დამოკიდებულია გადაკვეთილი ზონების რაოდენობასა და ტრანსპორტის ტიპზე.

ბერნი დაკავშირებულია სხვა ქალაქებთან რამდენიმე ავტომაგისტრალით (A1, A12, A6). ქალაქში ასევე არის ბერნის აეროპორტი, რომელიც მდებარეობს ქალაქ ბელპის მახლობლად. რეგიონალური აეროპორტი უკავშირდება ევროპის რამდენიმე ქალაქს. გარდა ამისა, ციურიხის აეროპორტი, ჟენევის აეროპორტი და ბაზელის აეროპორტი ასევე საერთოშორისო აეროპორტებია, ყველა მათგანთან, ბერნიდან ორ საათში ნაკლებ დროშია შესაძლებელი მანქანით მისვლა.

„FC Breitenrain Bern“ დაარსდა 1994 წელს. თამაშობს ბერნში.[23]

„SC Bern“ არის ბერნის ყინულის ჰოკეის მთავარი გუნდი, რომელიც თამაშობს „PostFinance Arena“-ზე. გუნდი მონაწილეობს ეროვნულ ლიგაში (NL), ქვეყნის უმაღლეს ლიგაში.[24] „PostFinance Arena“ იყო 2009 წლის „IIHF“-ს ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი მასპინძელი, მათ შორის ტურნირის გახსნილ თამაშსა და ფინალში. „PostFinance Arena“ ასევე იყო 2011 წლის ევროპის სკეიტ ჩემპიონატების მასპინძელი.

ბერნი იყო 2010 წლის ზამთრის ოლიმპიადის მასპინძლობის კანდიდატი, მაგრამ მან კონკურსის დასრულების შემდეგ, 2002 წლის სექტემბერში დატოვა, რაც ნიშნავს, რომ ტენდერს ადგილობრივმა მოსახლეობამ მხარი არ დაუჭირა. საბოლოო ჯამში თამაშები სხვაგან გაიმართა.

„RC Bern“ არის ადგილობრივი რაგბის კლუბი (1972 წლიდან) და თამაშობს „Allmend“-ში. რაგბის ქალთა გუნდი დაარსდა 1995 წელს.

„Bern Bears“ არის არასამთავრობო კალათბურთის კლუბი 2010 წლიდან ქალაქ ბერნში.[25]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Armand Baeriswyl: Stadt, Vorstadt und Stadterweiterung im Mittelalter. Archäologische und historische Studien zum Wachstum der drei Zähringerstädte Burgdorf, Bern und Freiburg im Breisgau (= Schweizer Beiträge zur Kulturgeschichte und Archäologie des Mittelalters. Band 30). Schweizerischer Burgenverein, Basel 2003, ISBN 3-908182-14-X (zugl.: Zürich, Univ., Diss., 2001).
  • Anna Bähler u. a.: Bern – die Geschichte der Stadt im 19. und 20. Jahrhundert. Stadtentwicklung, Gesellschaft, Wirtschaft, Politik, Kultur. Hrsg. von Robert Barth. 2., unveränd. Aufl. Stämpfli, Bern 2003, ISBN 3-7272-1271-3.
  • Die Kunstdenkmäler der Schweiz. Die Kunstdenkmäler des Kantons Bern. Stadt Bern:
  • Paul Hofer, Georges Herzog: Die Stadt Bern. Band III. Die Staatsbauten der Stadt Bern (Rathaus, Kornhäuser, Zeughäuser, Stift usw.) (= Kunstdenkmäler der Schweiz. Band 19). Hrsg. von der Gesellschaft für Schweizerische Kunstgeschichte GSK. Birkhäuser, Basel 1947, OCLC 884607561.
  • Paul Hofer: Die Staatsbauten der Stadt Bern (= Kunstdenkmäler des Kantons Bern. Band 3; Kunstdenkmäler der Schweiz. Band 19). Unveränd. Nachdruck mit Nachträgen von Georges Herzog. 1982, ISBN 3-7643-1391-9.
  • Die Kunstdenkmäler des Kantons Bern. Band III. Die Stadt Bern. Nachträge zu Band 3. Birkhäuser, Basel 1982, OCLC 917628879.
  • Paul Hofer: Die Stadt Bern (= Die Kunstdenkmäler des Kantons Bern. Band 1: Stadtbild, Wehrbauten, Stadttore, Anlagen, Denkmäler, Brücken, Stadtbrunnen, Spitäler, Waisenhäuser. Bd. 2: Gesellschaftshäuser und Wohnbauten; = Die Kunstdenkmäler der Schweiz. Band 28, Band 40). 2 Bände. Birkhäuser, Basel 1952–1959, OCLC 611792171.
  • Paul Hofer, Luc Mojon: Die Kirchen der Stadt Bern. Antonierkirche, Französische Kirche, Heiliggeistkirche und Nydeggkirche (= Die Kunstdenkmäler des Kantons Bern. Bd. 5; Die Kunstdenkmäler der Schweiz. Band 58). Birkhäuser, Basel 1969, OCLC 61843273.
  • Luc Mojon: Das Berner Münster (= Die Kunstdenkmäler des Kantons Bern. Band 4; Die Kunstdenkmäler der Schweiz. Band 44). Birkhäuser, Basel 1960, OCLC 46284900.
  • Richard Feller: Geschichte Berns. 4 Bände. 4., korr. Aufl. Lang, Bern 1974, OCLC 2968839.
  • Bernhard Furrer: The Town of Berne (= Schweizerische Kunstführer. Nr. 553/555; Ser. 56). Hrsg. von Gesellschaft für Schweizerische Kunstgeschichte GSK. GSK, Bern 1994, ISBN 3-85782-553-7.
  • Fridolin Limbach: Die schöne Stadt Bern. Die bewegte Geschichte der alten «Märit»- oder «Meritgasse», der heutigen Gerechtigkeits- und Kramgasse und der alten Zähringerstadt Bern. Handdrucke, Zeichnungen, Bau- und Hausgeschichten, Chroniken, alte Drucke, Berner Mandate, Regierungserlasse und Karten. 2. Auflage. Benteli, Bern 1988, ISBN 3-7165-0273-1 (Einleitung von Hans Strahm).
  • Christian Lüthi, Bernhard Meier (Hrsg.): Bern – eine Stadt bricht auf. Schauplätze und Geschichten der Berner Stadtentwicklung zwischen 1798 und 1998. Haupt, Bern/Stuttgart/Wien 1998, ISBN 3-258-05721-4.
  • Rainer C. Schwinges u. a. (Hrsg.): Berns mutige Zeit. Das 13. und 14. Jahrhundert neu entdeckt (= Berner Zeiten. Band [1]). Schulverlag blmv, Bern 2003, ISBN 3-292-00030-0; Stämpfli, Bern 2003, ISBN 3-7272-1272-1.
  • Hans Strahm: Geschichte der Stadt und Landschaft Bern. Francke, Bern 1971. DNB 997277920.
  • Verzeichnis sämtlicher Burger der Stadt Bern; aus amtlichen Quellen bearbeitet. Stämpfli, Bern 1853–1914 (ULBDD urn:nbn:de:hbz:061:1-448942. In: uni-duesseldorf.de).
  • Franz A. Roedelberger: Bern-Buch. Buchverlag Verbandsdruckerei AG, Bern 1953, OCLC 742740921.
  • Valerius Anshelm: Berner-Chronik, von Anfang der Stadt Bern bis 1526, 6 Bände.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 https://www.bern.ch/themen/stadt-recht-und-politik/bern-in-zahlen/katost/stasta
  2. http://www.bern.ch/leben_in_bern/stadt/statistik/in_kuerze
  3. Swiss Federal Statistical Office : Population Size and Population Composition : Agglomerations : Permanent Resident Population in Urban and Rural Areas
  4. Quality of Living global city rankings – Mercer survey
  5. Swiss Federal Statistical Office - STAT-TAB, online database – Ständige und nichtständige Wohnbevölkerung nach institutionellen Gliederungen, Geburtsort und Staatsangehörigkeit (in German) accessed 23 September 2019
  6. 6.0 6.1 6.2 Swiss Federal Statistical Office დაარქივებული 5 January 2016 საიტზე Wayback Machine. accessed 23-January-2012
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 STAT-TAB Datenwürfel für Thema 40.3 – 2000 დაარქივებული 9 August 2013 საიტზე Wayback Machine. accessed 2 February 2011
  8. Swiss Federal Statistical Office-Rental prices დაარქივებული 23 April 2010[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები 2003 data accessed 26 May 2010
  9. 9.0 9.1 Swiss Federal Statistical Office-Land Use Statistics 2009 data accessed 25 March 2010
  10. Bern 1981–2010 Averages. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 აგვისტო 2017. ციტირების თარიღი: 30 August 2017.
  11. Bern 1981–2010 Averages. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 აგვისტო 2017. ციტირების თარიღი: 30 August 2017.
  12. August 2003. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 აგვისტო 2017. ციტირების თარიღი: 30 August 2017.
  13. Annual Average Maximum. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 აგვისტო 2017. ციტირების თარიღი: 30 August 2017.
  14. Bern 1981–2010 Averages. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 აგვისტო 2017. ციტირების თარიღი: 30 August 2017.
  15. Bern 1981–2010 Averages. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 აგვისტო 2017. ციტირების თარიღი: 30 August 2017.
  16. February 1929. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 აგვისტო 2017. ციტირების თარიღი: 30 August 2017.
  17. Annual Average Minimum. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 აგვისტო 2017. ციტირების თარიღი: 30 August 2017.
  18. Swiss Federal Statistical Office STAT-TAB Betriebszählung: Arbeitsstätten nach Gemeinde und NOGA 2008 (Abschnitte), Sektoren 1–3 დაარქივებული 25 December 2014 საიტზე Wayback Machine. accessed 28 January 2011
  19. EDK/CDIP/IDES (2010). Kantonale Schulstrukturen in der Schweiz und im Fürstentum Liechtenstein / Structures Scolaires Cantonales en Suisse et Dans la Principauté du Liechtenstein. ციტირების თარიღი: 24 June 2010. 
  20. Schuljahr 2009/10 pdf document დაარქივებული 2012-06-02 საიტზე Wayback Machine. accessed 4 January 2012
  21. Swiss Federal Statistical Office – Statweb accessed 24 June 2010
  22. Swiss Federal Statistical Office, list of libraries დაარქივებული 6 July 2015 საიტზე Wayback Machine. accessed 14 May 2010
  23. FC Breitenrain's official website
  24. Merk, Martin (12 March 2015). „Swiss stay top: SC Bern number one in European attendance ranking“.
  25. http://www.basketballbern.ch დაარქივებული 2021-02-28 საიტზე Wayback Machine. Bern Bears