ბერნის კანტონი

(გადამისამართდა გვერდიდან ბერნი (კანტონი))

ბერნი (გერმ. Kanton Bern; ფრანგ. Canton de Berne) — შვეიცარიის მეორე უმსხვილესი კანტონი, როგორც მოსახლეობის, ისე ფართობის თვალსაზრისით. მდებარეობს ქვეყნის დასავლეთ-ცენტრალურ ნაწილში. ჩრდილოეთით ესაზღვრება იურისა და ზოლოთურნის კანტონები, დასავლეთით — ნევშატელისა და ფრიბურის კანტონები, სამხრეთით — ვალეს კანტონი, აღმოსავლეთით კი ურის, ნიდვალდენის, ობვალდენის, ლუცერნისა და აარგაუს კანტონები.

კანტონი
ბერნი
Kanton Bern
Canton de Berne
დროშა გერბი

ქვეყანა შვეიცარიის დროშა შვეიცარია
ადმ. ცენტრი ბერნი
შიდა დაყოფა Bernese Jura administrative district, Biel/Bienne administrative district, Seeland administrative district, Oberaargau, Emmental administrative district, Bern-Mittelland administrative district, Thun administrative district, Obersimmental-Saanen administrative district, Frutigen-Niedersimmental administrative district და Interlaken-Oberhasli administrative district
კოორდინატები 46°50′24″ ჩ. გ. 7°36′00″ ა. გ. / 46.84000° ჩ. გ. 7.60000° ა. გ. / 46.84000; 7.60000
მმართველი Beatrice Simon[1]
დაარსდა 1353
ფართობი 5 959,44 კმ²
ოფიციალური ენა გერმანული ენა
სალაპარაკო ენები გერმანული,
ფრანგული
მოსახლეობა 979 802 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 160 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1 და UTC+2
საავტომობილო კოდი BE
ოფიციალური საიტი be.ch

ბერნის კანტონი ორენოვანია და 2010 წლის მონაცემებით მისი მოსახლეობა 979 802 ადამიანს შეადგენს, რომელთაგან 119 930 (12,45%) უცხოელია.[2] კანტონის და ასევე მთლიანად შვეიცარიის ფედერალური დედაქალაქია ბერნი.

შვეიცარიის კონფედერაციას ბერნი 1353 წელს შეუერთდა და 1803—1814 წლებში ნაპოლეონის შვეიცარიის კონფედერაციის ერთ-ერთი კანტონი იყო ექვსიდან.

კანტონს ძირითადად მდინარე აარე და მისი შენაკადები რწყავს. დაყოფილია ექვს რეგიონად. მთლიანი ფართობი 5 959 კმ²-ს შეადგენს.

ადმინისტრაციულად, ბერნი 10 რაიონად იყოფა.

შემოსავლის ძირითადი წყაროა ტურიზმი. სხვა მნიშვნელოვანი სექტორებს შორისაა სოფლის მეურნეობა, ყველის წარმოება და ჰიდროენერგიის გამომუშავება.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. http://www.rr.be.ch/rr/de/index.html
  2. Federal Department of Statistics. (2008)Ständige Wohnbevölkerung nach Staatsangehörigkeit, Geschlecht und Kantonen (Microsoft Excel). ციტირების თარიღი: November 5, 2008.