ურიკანტონი შვეიცარიაში, შვეიცარიის კონფედერაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი. მდებარეობს ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში. ტერიტორია მოიცავს მდინარე როისის ხეობას ლუცერნის ტბასა და სენ-გოტარდის უღელტეხილს შორის. ძირითადი სალაპარაკო ენა გერმანულია. ური ერთადერთი კანტონი იყო, რომლის სკოლებშიც პირველად უცხო ენად იტალიურს ასწავლიდნენ, მაგრამ 2005/2006 სასწავლო წლიდან, სხვა მრავალი კანტონის მსგავსად ის ინგლისურმა ენამ შეცვალა. 2010 წლის მონაცემებით მოსახლეობა 35 422 ადამიანს შეადგენს.

კანტონი
ურის კანტონი
Kanton Uri
დროშა გერბი

ქვეყანა შვეიცარიის დროშა შვეიცარია
ადმ. ცენტრი ალტდორფი
შიდა დაყოფა ალტდორფი, ანდერმატი, Attinghausen, Bauen, Bürglen, Erstfeld, Flüelen, გეშენენი, Gurtnellen, Hospental, Isenthal, Realp, Schattdorf, Seedorf, Seelisberg, Silenen, Sisikon, Spiringen, Unterschächen და Wassen
კოორდინატები 46°47′00″ ჩ. გ. 8°37′00″ ა. გ. / 46.78333° ჩ. გ. 8.61667° ა. გ. / 46.78333; 8.61667
დაარსდა 1291
ფართობი 1 076,57 კმ²
ოფიციალური ენა Swiss High German
სალაპარაკო ენები გერმანული
მოსახლეობა 35 422 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 33 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1 და UTC+2
საავტომობილო კოდი UR
ოფიციალური საიტი ur.ch

შვეიცარიის კონფედერაციის შემადგენლობაში ური 1291 წელს შევიდა.

გეოგრაფია

რედაქტირება

ური შვეიცარიის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს, შვეიცარიის ალპების ჩრდილოეთით. ფართობი 1 076,4 კმ²-ს შეადგენს, საიდანაც 24,4% სოფლის მეურნეობისთვის გამოსადეგია, 18,2% კი ტყეებს უჭირავს. დარჩენილი 1,7% დასახლებულია, ხოლო 55,6% არაპროდუქტიული მიწაა.

კანტონისა და მთლიანად ურნერის ალპების უმაღლესი წერტილია ფურკის უღელტეხილის ჩრდილოეთით მდებარე დამაშტოკის მთა (3 630 მ). ურის ტერიტორიაზე ნაწილობრივაა მოქცეული გლარნისა და ლეპონტის ალპები.

ეკონომიკა

რედაქტირება

ურის ეკონომიკის მთავარი სექტორია ტურიზმი. 2008 წლის მონაცემებით, ფუნქციონირებს 91 სასტუმრო. ამავე წელს, სასტუმროებში 145 600 ადამიანი გაჩერდა, რომელთა 67,1% უცხოელი იყო.[1]

ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ჰიდროენერგიის წარმოებას.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება