ფირვალდშტეტის ტბა
ფირვალდშტეტის ტბა (გერმ. Vierwaldstättersee; ლუცერნის ტბა) — ტბა შვეიცარიის ცენტრალურ ნაწილში, ალპების ძირას. მოქცეულია მთათაშუა ტექტონიკურ ქვაბულში, რომლის ფსკერი ძველი მყინვარებისაგან არის მოსწორებული. მდებარეობს ზღვის დონიდან 434 მ სიმაღლეზე. ფართობი 114 კმ². მაქსიმალური სიღრმე 214 მ. წყლის მოცულობა 11.8 კმ³. სანაპიროს დიდი ნაწილი მკვეთრად მაღლდება მთებისკენ 1500 მ სიმაღლემდე. გარშემორტყმულია მთებით. ლანდშაფტი წარმტაცია. ირგვლივ აღმართულია პილატუსისა და რიგის მთები. ტბაზე გაედინება მდინარე როისი. აგრეთვე ერთვის როისის აუზის რამდენიმე მცირე შენაკადი. შედგება ოთხი აუზისაგან, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია ვიწრო (1 კილომეტრამდე) სრუტეებით.
ფირვალდშტეტის ტბა | |
---|---|
ფირვალდშტეტის ტბა | |
კოორდინატები: 47°01′10″ ჩ. გ. 8°24′04″ ა. გ. / 47.01944° ჩ. გ. 8.40111° ა. გ. | |
მდებარეობა | შვეიცარია |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 434 მ |
ფართობი | 114 კმ² |
მოცულობა | 11.8 კმ³ |
მაქსიმალური სიღრმე | 214 მ |
ზაფხულში წყლის დონე მატულობს, რაც განპირობებულია მთებში მყინვარების დნობით. წყალი მტკნარია, ფერად მოცისფრო. 1601 წელს მომხადრმა ძლიერმა მიწისძვრამ ტბაში ცუნამი გამოიწვია, ტალღების სიმაღლემ 4 მ მიაღწია.[1] სანაოსნოა. განვითარებულია თევზჭერა. არის კალმახი. სანაპიროზე არაერთი კურორტია, მათ შორის ლუცერნი. ტურიზმი.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ფირვალდშტეტის ტბა“ ვიკისაწყობში.
- ფირვალდშტეტის ტბა — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1601 წლის ცუნამი დაარქივებული 2012-01-16 საიტზე Wayback Machine. Staatsarchiv Luzern