ეს სტატია ზღვისა და ოკეანის ტალღებს ეხება. ზოგადი ფიზიკური მოვლენის შესახებ იხილეთ ტალღა.

ტალღებიზღვისა და ოკეანის ზედაპირზე წარმოქმნილი წყლის დიდი მასები. ტალღების გამომწვევი მიზეზებია მთვარისა და მზის მიზიდულობის ძალები, ქარი, ატმოსფერული წნევის ცვალებადობა, წყალქვეშა მიწისძვრები და ზღვის ფსკერის დეფორმაცია.

ოკეანეში წარმოქმნილი ტალღა
ტალღა

ამ მიზეზების შესაბამისად განარჩევენ მოქცევის, ქარისმიერ, ბარიულ და სეისმურ ტალღებს.

ტალღები, რომლებიც განუწყვეტლივ განიცდის ენერგიის ზემოქმედებას, იძულებითია, ხოლო ტალღები, რომლებიც გამომწვევი ძალების ზემოქმედების შეწყვეტის შემდეგაც განაგრძობს მოქმედებას, თავისუფალია. ერთმანეთისაგან განასხვავებენ ტალღებში ნაწილაკების მოძრაობას და ტალღების ფორმის ხილულ მოძრაობას, რაც გამოიხატება მათი პროფილის გადაადგილებით სივრცეში. ნაწილაკები ტალღებში გადაადგილდება დახშული ან თითქმის დახშული ტრაექტორიებით. ზღვის ტალღების ძირითადი მახასიათებელია:

  • სიმაღლე – ვერტიკალური მანძილი ტალღების თხემსა და ძირს შორის,
  • სიგრძე – ჰორიზონტალური მანძილი ტალღების ორ მეზობელ თხემსა თუ ძირს შორის.

ტალღების გადაადგილების სიჩქარე ანუ ფაზური სიჩქარე არის ტალღების პერიოდი. ქარისმიერი ზღვის ტალღების პერიოდი 30 წმ არ აღემატება, ბარიული და სეისმური ზღვის ტალღების პერიოდია წუთები, ათეული წუთები და საათები. მოქცევის ტალღების პერიოდი განისაზღვრება საათებით.

ქარისმიერი ტალღები იძულებითი ტალღებია. ღია ზღვაში მათი სიგრძე ზოგჯერ 400 მ აღწევს, სიმაღლე 12-13 მ, ხოლო სიჩქარე 14-15 მ/წმ. ღრმა ზღვაში ტალღების ხასიათს განაპირობებს ქარის სიჩქარე და ხანგრძლივობა.

მარჩხ ზღვაში ტალღების წარმომქმნელი დამატებითი ფაქტორებია ზღვის სიღრმე და ფსკერის რელიეფი; მცირე სიღრმე ზღუდავს ტალღების ზრდას. თუ ღელვის გამომწვევი ქარი ჩადგა, ქარისმიერი ტალღები თანდათან თავისუფალ ტალღებად გარდაიქმნება და წარმოიქმნება ლივლივი.

ზღვის ტალღების შესწავლას დიდი პრაქტიკული მნიშნვნელობა აქვს ნაოსნობისათვის, საზღვაო ჰიდროტექნიკური მშენებლობისათვის, გემთმშენებლობისათვის და ა.შ. ქარისმიერ ტალღებზე დაკვირვება წარმოებს ტალღასაზომი ლარტყმებით, ტალღასაზომებით და ტალღაჩასაწერებით. გრძელპერიოდიან მოქცევის ტალღებზე დაკვირვებას აწარმოებენ მარიოგრაფებით.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 648.
  • Снежинский В. А., Практическая океанография, Л., 1951.