ცუნამი (იაპ. 津波) — ოკეანის ძალიან დიდი სიგრძის გრავიტაციული ტალღები, რომლებიც უმთავრესად წარმოიქმნება ფსკერზე ან სანაპირო ზოლში მომხდარი მიწისძვრის (რიხტერის სკალით 6,5 ბალზე მეტი სიძლიერისა და ჰიპოცენტრით 50 კმ-ზე ნაკლებ სიღრმეზე), ვულკანური მოქმედებისა და სხვა ტექტონიკური პროცესების შედეგად. ცუნამის 1000-მდე ცნობილი შემთხვევიდან 100-ზე მეტი კატასტროფული იყო. ცუნამის 80% წყნარი ოკეანის პერიფერიაზე ჩნდება.[1]

ცუნამის გრაფიკული მოდელირება

ცუნამის ტალღების გავრცელების სიჩქარე 50-დან 1000 კმ/სთ-მდე, ხოლო ტალღის სიმაღლე 0,1 მ-დან (ღია ზღვაში) 5მ-მდე (ნაპირთან) მერყეობს. ცუნამი დიდ ნგრევასა და მსხვერპლს იწვევს. ლისაბონის 1755 წლის მიწისძვრის შედეგად წარმოქმნილმა ტალღებმა ნაპირიდან 1კმ-ის მანძილზე შეაღწია ხმელეთზე და ოკეანეში ჩარეცხა ნაპირთან მდგომი გემები, სახლები, ხიდები, ადამიანები.

2005 წელს ინდონეზიის კუნძულებთან მომხდარმა მიწისძვრამ გიგანტური ცუნამი წარმოქმნა, რომელიც თავს დაატყდა აზიისა და აფრიკის ქვეყნებს და 200 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. ცუნამი // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 244.