დამასტოკი
(გადამისამართდა გვერდიდან დამაშტოკი)
დამასტოკი (გერმ. Dammastock) — მთა შვეიცარიაში. ურნერის ალპების უმაღლესი წერტილი. სიმაღლე 3630 მ. თხემი წარმოადგენს ურისა და ვალეს კანტონების საზღვარს. დაფარულია მძლავრი ყინულის მასებით. დასავლეთ მხარეზე ჩამოწოლილია რონის მყინვარი, აღმოსავლეთით დამის მყინვარია, ხოლო ჩრდილოეთით ტრიფტის მყინვარი.
დამასტოკი | |
---|---|
კოორდინატები: 46°38′37″ ჩ. გ. 8°25′16″ ა. გ. / 46.643694° ჩ. გ. 8.42111° ა. გ. | |
ქვეყანა | შვეიცარია |
სიმაღლე | 3630 მ მ |
ქედი | ურნერის ალპები |