ანდერმატი
ანდერმატი (გერმ. Andermatt) — სამთო-სათხილამურო კურორტი ცენტრალურ შვეიცარიაში, ურის კანტონში. 2006 წლისათვის ანდერმატის ფართობი იყო 62,2 კმ², რომელთაგან 40,8% გამოყენებულია სასოფლო-საამეუნრეო მიზნებისათვის, ხოლო 5,5% ტყეებს უკავია. დანარჩენი 1,7% გზებსა და შენობებზე მოდის, 52% კი — მდინარეებით, მყინვარებითა და მთებითაა დაკავებული. გაშენებულია მაღალმთიან ურზერენტალის ხეობაში, ლეპონტის ალპებში, ზღვის დონიდან 1447 მ სიმაღლეზე.
თემი | |||||
---|---|---|---|---|---|
ანდერმატი გერმ. Andermatt | |||||
| |||||
ქვეყანა | შვეიცარია | ||||
კოორდინატები | 46°37′00″ ჩ. გ. 8°35′00″ ა. გ. / 46.61667° ჩ. გ. 8.58333° ა. გ. | ||||
ფართობი | 62.2 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 1447 მ | ||||
ოფიციალური ენა | Swiss High German | ||||
მოსახლეობა | 1,304 კაცი (2010) | ||||
სიმჭიდროვე | 21 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1 და UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | 041 | ||||
საფოსტო ინდექსი | 6490 | ||||
საავტომობილო კოდი | UR | ||||
ოფიციალური საიტი | https://www.gemeinde-andermatt.ch/ | ||||
არქეოლოგიური მონაცემების თანახმად, ურზერენტალის ხეობა ნეოლითის დროიდან ყოფილა დასახლებული. რომის იმპერიის ეპოქაში აღნიშნული ალპური ხეობა სავარაუდოდ კელტებით უნდა ყოფილიყო დასახლებული. 1885 წლიდან დაწყებული ანდერმატი შვეიცარიის ფედერალური არმიის ქალაქ-გარნიზონად გადაიქცა. 1951 და 1975 წლების ზამთარში დაფიქსირდა ძლიერი თოვლზვავი, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. 2010 წლის აღწერის მონაცემებით ანდერმატის მოსახლეობა შეადგენდა დაახლოებით 1,300 ადამიანს. განვითარებულია ტურიზმი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ანდერმატი – ოფიციალური საიტი დაარქივებული 2012-07-07 საიტზე Wayback Machine. (გერმანული)
- ანდერმატი – ინფორმაცია (გერმანული)