ნიდვალდენის კანტონი
ნიდვალდენი (გერმ. Nidwalden) — კანტონი შვეიცარიაში. მდებარეობს ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში. 2010 წლის მონაცემებით, მოსახლეობა 41 024 ადამიანს შეადგენს, საიდანაც 75,6% კათოლიკეა, 11,9% კი შვეიცარიის რეფორმაციული ეკლესიის მიმდევარია.[1]
კანტონი | |||||
---|---|---|---|---|---|
ნიდვალდენის კანტონი Kanton Nidwalden | |||||
| |||||
ქვეყანა | შვეიცარია | ||||
ადმ. ცენტრი | Stans | ||||
შიდა დაყოფა | Beckenried, Buochs, Dallenwil, Emmetten, Ennetbürgen, Ennetmoos, Hergiswil, Oberdorf, Stans, Stansstad და Wolfenschiessen | ||||
კოორდინატები | 46°57′00″ ჩ. გ. 8°24′00″ ა. გ. / 46.95000° ჩ. გ. 8.40000° ა. გ. | ||||
დაარსდა | 1291 | ||||
ფართობი | 275,9 კმ² | ||||
ოფიციალური ენა | Swiss High German | ||||
სალაპარაკო ენები | გერმანული | ||||
მოსახლეობა | 41 024 კაცი (2010) | ||||
სიმჭიდროვე | 150 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1 და UTC+2 | ||||
საავტომობილო კოდი | NW | ||||
ოფიციალური საიტი | nw.ch | ||||
ნიდვალდენი მეზობელ ობვალდენთან ერთად შვეიცარიის კონფედერაციას 1291 წელს შეუერთდა.
კანტონს ჩრდილოეთით ლუცერნის ტბა ესაზღვრება, სხვა მიმართულებებით კი ურნერის ალპების ქედები. ტერიტორიის მთლიანი ფართობი 276,1 კმ²-ია, საიდანაც დასახლებული და სოფლის მეურნეობისთვის გამოსადეგია 40%. ტერიტორიის დაახლოებით 1/3 ტყეებს უკავია.
XX საუკუნის ბოლომდე ნიდვალდენში ეკონომიკის დომინანტი სექტორი იყო სოფლის მეურნეობა. ხორცისა და ყველის ექსპორტი ძირითადად ჩრდილოეთ იტალიაში ხდებოდა. ბოლო წლებში, ნიდვალდენი მზარდად პოპულარული ადგილი გახდა საცხოვრებლად და სამუშაოდ, რასაც ძირითადად დაბალი გადასახადები და ცენტრალური მდებარეობა განაპირობებს ციურიხსა და მილანს შორის, ისევე როგორც თვალწარმტაცი ლანდშაფტი.
მთიანი გეოგრაფიის წყალობით, კანტონში მნიშვნელოვანია ტურიზმის როლი. ტბა და მთები უამრავ ტურისტს იზიდავს, როგორც ზაფხულში, ისე ზამთარში.
გალერეა
რედაქტირება-
ბანალპზეეს ტბა
-
შტანსერჰორნის მთა
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Federal Department of Statistics. (2008)Wohnbevölkerung nach Religion, nach Kantonen und Städten (Microsoft Excel). ციტირების თარიღი: 6 October 2008.