ლუცერნი (გერმ. Luzern) — კანტონი შვეიცარიაში. მდებარეობს ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში. დედაქალაქია ლუცერნი. 2010 წლის მონაცემებით, მოსახლეობა 377 610 ადამიანს შეადგენს.[1]

კანტონი
ლუცერნის კანტონი
Kanton Luzern
დროშა გერბი

ქვეყანა შვეიცარიის დროშა შვეიცარია
ადმ. ცენტრი ლუცერნი
შიდა დაყოფა Hochdorf Constituency, Entlebuch Constituency, Luzern-Land Constituency, City of Lucerne Constituency, Sursee Constituency და Willisau Constituency
კოორდინატები 47°05′00″ ჩ. გ. 8°07′00″ ა. გ. / 47.08333° ჩ. გ. 8.11667° ა. გ. / 47.08333; 8.11667
დაარსდა 1332
ფართობი 1 493,44 კმ²
ოფიციალური ენა გერმანული ენა
სალაპარაკო ენები გერმანული
მოსახლეობა 377 610 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 250 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1 და UTC+2
საავტომობილო კოდი LU
ოფიციალური საიტი lu.ch

კანტონი დედაქალაქ ლუცერნის გარშემო არსებულ ტერიტორიებს მოიცავს, ზოგს ხელშეკრულებით შეყვანილს, ზოგს ძალის გამოყენებით და ზოგსაც ყიდვის გზით შემოერთებულს. შვეიცარიის კონფედერაციაში შევიდა 1332 წელს.

კანტონის ტერიტორიას წყლით მდინარე როისი და კლიანე-ემე უზრუნველყოფს. გადაჭიმულია შვეიცარიის ალპების ჩრდილოეთ მთისწინეთში. უმაღლესი წერტილია ბრიანცერ-როთომი (2 350 მ). ტერიტორიის მთლიანი ფართობი 1 493 კმ²-ს შეადგენს.

მიწის უდიდესი ნაწილი სოფლის მეურნეობისათვის გამოიყენება, რაც შემოსავლების ძირითადი წყაროა. ასევე განვითარებულია მრეწველობა. ყველაზე მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებია ტექნიკური კულტურები, ხილი და მსხვილფეხა რქოსანი საქონელი. მრეწველობა მოიცავს ტექსტილს, სამანქანო მოწყობილობებს, ქაღალდს, ხე-ტყეს, თამბაქოსა და მეტალურგიულ საქონელს.

უდიდესი მნიშვნელობა აქვს ტურიზმს. ლუცერნის კანტონი ერთგვარი კარიბჭეა ალპების კურირტებისაკენ მიმავალ გზაზე, ასევე მასზე გაივლის სატრანზიტო გადაზიდვები გერმანია-იტალიას შორის.

ადმინისტრაციულად კანტონი 5 მუნიციპალიტეტად იყოფა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Federal Department of Statistics. (2008)Ständige Wohnbevölkerung nach Staatsangehörigkeit, Geschlecht und Kantonen (Microsoft Excel). ციტირების თარიღი: November 5, 2008.