ტექსტილი
ტექსტილი (ლათ. textile — ქსოვილი, მატერია) — ნაკეთობა, რომელსაც იღებენ საქსოვ დაზგებზე ურთიერთპერპენდიკულარული და ერთმანეთთან ხლართებით შეერთებული გრძივი (ქსელი) და განივი (მისაქსელი) ძაფებისაგან. მისი სისქე 0.1-5 მმ-ია. სიგანე 1.5 მ. ზოგჯერ სიგანე 12 მეტრს აღწევს. წარმოება უშვებს სხვადასხვა სიგრძის ტექსტილს იმის მიხედვით, თუ რა სახისაა ბოჭკო, რომლისგანაც გამომუშავებულია ნართი. ტექსტილი შეიძლება იყოს ბამბის, შალის, აბრეშუმის, სელის, ქიმიური ბოჭკოსი.
საქსოვი დაზგებიდან მოხსნილ ტექსტილს ეწოდება ხამი ქსოვილი, რომელსაც შემდეგ ამუშავებენ, ათეთრებენ, აუთოებენ და სხვ. ტექსტილი გამოდის გათეთრებული, ერთ ფერად შეღებილი და დაჩითული. ტექსტილის მისაღები ტექნოლოგიური პროცესების ერთობლიობას ეწოდება საფეიქრო წარმოება.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ტექსტილი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 151.