მთავარი მენიუს გახსნა
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იურა (მრავალმნიშვნელოვანი).

იურის რესპუბლიკა და კანტონი (ფრანგ. République et Canton du Jura) — კანტონი შვეიცარიაში. წარმოადგენს შვეიცარიის უახლეს კანტონს, რომელიც 1979 წელს შეიქმნა; მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. დედაქალაქია დელემონი. ესაზღვრება ბაზელ-ლანდის და ბერნის კანტონები, ასევე საფრანგეთის დეპარტამენტი დუ.

იურა
République et Canton du Jura
დროშა გერბი
Flag of Canton of Jura.svg Wappen Jura matt.svg

ქვეყანა შვეიცარიის დროშა შვეიცარია
ადმ. ცენტრი Delémont
შიდა დაყოფა Delémont District, Franches-Montagnes District და Porrentruy District
კოორდინატები 47°22′00″ ჩ. გ. 7°09′00″ ა. გ. / 47.36667° ჩ. გ. 7.15000° ა. გ. / 47.36667; 7.15000
დაარსდა 1979
ფართობი 838,55 კმ²
ცენტრის სიმაღლე 435 მეტრი
ოფიციალური ენა ფრანგული ენა
სალაპარაკო ენები ფრანგული
მოსახლეობა 70 197 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 84 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1 და UTC+2
საავტომობილო კოდი JU
ISO 3166 კოდი CH-JU
ოფიციალური საიტი ju.ch
Karte Lage Kanton Jura 2015.png

ისტორიარედაქტირება

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ბერნის კანტონიდან იურის გამოყოფის მოთხოვნით სეპარატისტული მოძრაობა დაიწყო. ხანგრძლივი და ნაწილობრივ შეიარაღებული ბროლის შემდეგ, რომელიც ახალგაზრდული ორგანიზაციის მხრიდან განხორციელებულ თავდასხმებსაც კი მოიცავდა, 1977 წელს კონსტიტუციაში ცვლილებები შევიდა. 1978 წელს, მას შემდეგ რაც ხალხმა ხმა მისცა, გაყოფა ოფიციალურად დამტკიცდა და 1979 წელს იურის კანტონი შვეიცარიის კონფედერაციაში სრული წევრის სტატუსით შევიდა. ბერნის კანტონისგან დამოუკიდებლობის დღე 23 ივნისს აღინიშნება. თუმცა, იურის რეგიონის სამხრეთმა ნაწილმა, რომელიც ასევე ფრანგულენოვანია, მაგრამ პროტესტანტი, ახალ კანტონს არ შეუერთდა და კვლავ ბერნის შემადგენლობაში დარჩა.

გეოგრაფიარედაქტირება

იურის კანტონი შვეიცარიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. სამხრეთით მოიცავს იურის მთების გარკვეულ ნაწილს, ჩრდილოეთით კი იურის ზეგანს. ეს უკანასკნელი ბორცვიანია და თითქმის მთლიანად ქვიშაქვებით არის აგებული. კანტონს ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან საფრანგეთი ესაზღვრება.

დემოგრაფიარედაქტირება

2010 წლის მონაცემებით მოსახლეობა 70 197 ადამიანს შეადგენს, რომელიც თითქმის მთლიანად ფრანგულენოვანია. 75% კათოლიკეა, 13% პროტესტანტი.[1]

ეკონომიკარედაქტირება

კანტონისთვის უმნიშვნელოვანესია სოფლის მეურნეობა. აშენებენ მსხვილფეხა რქოსან საქონელს, ცხენებს. მრწეველობაში წამყვანია საათების წარმოება, ტექსტილი, თამბაქო. იზრდება პატარა და საშუალო ზომის ბიზნესთა

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. Federal Department of Statistics. (2004)Wohnbevölkerung nach Religion (Interactive Map). წაკითხვის თარიღი: 2009-01-15.