ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.


რეტორომანული ენა, საუბ. რომანული ენაშვეიცარიის ერთ–ერთი ოფიციალური ენა. საუბრობენ გრაუბიუნდენის კანტონში. მიეკუთვნება რომანულ ენებს. ენათმეცნიერებაში ენის დაღსანიშნავად გამოიყენება ასევე ტერმინი ბიუნდენრომანული.

რეტორომანული ენა
rumantsch
გავრცელებულია შვეიცარია
მოლაპარაკეთა რაოდენობა 60000 (2000 წლის აღწერით)
ოფიციალური სტატუსი შვეიცარიის ოფიციალური ენა
ლინგვისტური კლასიფიკაცია რომანული ენები
დამწერლობის სისტემა ლათინური ანბანი
ენის კოდები ISO 639-1: rm
რუკა


გავრცელების არეალი

რედაქტირება

1990 წლის აღწერით შვეიცარიის მოსახლეობიდან 66.356 კაცი რეტორომანულს მშობლიურ ენად მიიჩნევდა, ხოლო ამათგან 39.632 მას გამოიყენებს, როგორც მთავარ სალაპარაკო ენას. 2000 წლის აღწერით მათი რიცხვი შემცირდა და 35095 შეადგინა.

გრაუბიუნდენის კანტონის გეოგრაფიული პირობების, ბევრი ხეობებისა და იზოლირებული დასახლებული პუნქტების გამო, დროთა განმავლობაში განვითარდა რეტორომანული ენის განსხვავებული დიალექტები, რომლებიც ხუთ ჯგუფშია თავმოყრილი: