OCLC

(გადამისამართდა გვერდიდან Online Computer Library Center)

OCLC (Online Computer Library Center, Inc.) — „არაკომერციული წევრობის კომპიუტერული ბიბლიოთეკური სერვისი და სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაცია, რომლის საზოგადოებრივი მიზანია მსოფლიო ინფორმაციასთან წვდომის გაფართოება და ინფორმაციაზე ხარჯების შემცირება“[1]. დაარსდა 1967 წლის 6 ივლისს, როგორც არაკომერციული ოჰაიოს კოლეჯის ბიბლიოთეკური ცენტრი[2]. მსოფლიოს 170 ქვეყანაში და ტერიტორიაზე საბიბლიოთეკო მასალების მოსაპოვებლად, შესაძენად, კატალოგიზაციისთვის, იჯარით ასაღებად და შესანახად 72 ათას ბიბლიოთეკაზე მეტი იყენებს OCLC-ის მომსახურებას[3]. ორგანიზაცია დაარსებულია ფრედ კილგურის (ინგლ. Fred Kilgour) მიერ, სათაო ოფისი მდებარეობს აშშ-ის ოჰაიოს შტატის ქალაქ დუბლინში.

მომსახურება რედაქტირება

OCLC ახორციელებს ბიბლიოგრაფიულ, ანოტაციურ და მთლიან ტექსტურ ინფორმაციასთან დაშვებას.

OCLC და მისი წევრი ბიბლიოთეკები ერთობლივად ქმნიან და მხარს უჭერენ WorldCat — OCLC Online Union Catalog-ს, მსოფლიოში უდიდეს ბიბლიოგრაფიულ კატალოგს (online public access catalog, OPAC). WorldCat ინახავს ჩანაწერებს მთელი მსოფლიოს სახელმწიფო და კერძო ბიბლიოთეკებიდან. Open WorldCat-ის პროგრამა ბიბლიოთეკების კუთვნილ მასალებს იწერს WorldCat OCLC-ის მონაცემთა ბაზაში, რომელიც ინტერნეტით, ბიბლიოგრაფიული და წიგნებით სავაჭრო საიტებითაა მისაწვდომი. 2005 წლის ოქტომბერში OCLC-ის ტექნიკურმა პერსონალმა დაიწყო Wiki-პროექტი, რამაც მკითხველებს საშუალება მისცა დაემატებინათ კომენტარები და ინფორმაციის სტრუქტურირებული მინდვრები, რომლებიც დაკავშირებულები არიან WorldCat-ის ნებისმიერ ჩანაწერებთან.

OCLC ფლობდა მიკროფილმების და გაშიფრვის, რომელსაც ერქვა OCLC Preservation Service Center, შენახვის ცენტრს, ხოლო მისი სათაო ოფისი მდებარეობდა აშშ-ის პენსილვანიის შტატის ქალაქ ბეთლემში. ცენტრი 2009 წელს მიეყიდა Backstage Library Works-ს.

ონლაინ მონაცემთა ბაზები რედაქტირება

OCLC-ს კატალოგიზაციისთვის და ძიებისათვის აქვს მონაცემთა ბაზა, რომელსაც ბიბლიოთეკარები და საზოგადოება იყენებს. მიმდინარე კომპიუტერული პროგრამა — Connexion, ექსპლოატაციაში შევიდა 2001 წელს, ხოლო მისი შემქმნელი, კომპანია OCLC Passport, შეჩერდა 2005 წლის მაისში.

ბაზა შეიცავს მანქანაწამკითხველი კატალოგიზაციის (MARC, MAchine Readable Cataloging) ფორმატში ჩანაწერებს, რომლებსაც მთელ მსოფლიოში ბიბლიოთეკური კატალიზატორები იყენებენ, როგორც კატალოგიზაციის ინსტრუმენტს. MARC-ის ფორმატში შექმნილი ჩანაწერები შემდგომში იტვირთება ადგილობრივ ბიბლიოთეკურ კატალოგთა სისტემებში. ეს ბიბლიოთეკებს საშუალებას აძლევს მოძებნოს და ჩატვირთოს მონაცემები მასალებზე და თითოეული მონაცემი ცალ-ცალკე, კატალოგიზაციის ხანგრძლივი პროცესის გარეშე, დაამატოს ადგილობრივ კატალოგში.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. About OCLC. OCLC. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-16. ციტირების თარიღი: March 18, 2010.
  2. IDEALS, Initial system design for the Ohio College Library Center: A case history
  3. OCLC renames European division. Business First of Columbus. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-16. ციტირების თარიღი: 2007-11-09. (ინგლისური)
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=OCLC&oldid=4401497“-დან