რონა (ფრანგ. Rhône, ლათ. Rhodanus) — მდინარე შვეიცარიასა და საფრანგეთში. სათავე აქვს ლეპონტის ალპებში, რონის მყინვარზე. გაედინება ჟენევის ტბაში და გადის რონის დაბლობზე. ორი ტოტით ერთვის ხმელთაშუა ზღვის ლიონის ყურეს და აჩენს დელტას. რონას მთავარი შენაკადებია: მარჯვენა - ენი, სონა, არდეში; მარცხენა - იზერი, დიურანსი. უმთავრესად საზრდოობს თოვლისა და მყინვარების წყლით. მდინარე სონას შეერთების შემდეგ მდინარის წყლიანობა მკვეთრად იზრდება. რონა საფრანგეთის ყველაზე წყალუხვი მდინარეა. შესართავთან წყლის ხარჯი 1780 მ3/წმ. სანაოსნოა მდინარე ენის შესართავამდე.

რონა
Leman img 0573.jpg
ქვეყანა შვეიცარიის დროშა შვეიცარია
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
ქალაქები ჟენევა (შვეიცარია)
ლიონი, ვალანსი, ავინიონი,
არლი (საფრანგეთი)
სათავე რონის მყინვარი
სიგრძე 813 კმ
აუზის ფართობი 98 კმ²
Rhone drainage basin.png
link=commons:Category:{{{Commons}}} რონა ვიკისაწყობში

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=რონა&oldid=4425171“-დან