ლიონის ყურე
ლიონის ყურე (ფრანგ. Golfe du Lion) — ყურე ხმელთაშუა ზღვაში, საფრანგეთის სამხრეთ ნაპირებთან. სიგრძე 93 კმ, სიგანე შესასვლელთან 245 კმ, სიღრმე 1000 მეტრზე მეტი. გაწოლილია ესპანეთის საზღვრიდან (დასავლეთით) ქალაქ ტულონამდე (აღმოსავლეთით). ჩრდილოეთ და დასავლეთ ნაპირები დაბალია, აღმოსავლეთი მაღალი და ციცაბო. ლიონის ყურეს ერთვის მდინარეები: რონა, ერო, ორბი და სხვ. მოქცევა არასწორი ნახევარდღეღამურია, სიმაღლე 0,2 მ. როდესაც ჰაერის ცივი მასები უბერავენ ალპების გასწვრივ და მდინარე რონის ხეობის ქვემო ნაწილში, ყურე განიცდის ჩრდილოეთის ქარის სიმშრალესა და სიცივეს, რომელიც ადგილობრივ მასშტაბში მისტრალის სახელითაა ცნობილი.
ლიონის ყურის სანაპირო მოიცავს პირენეების ყველაზე აღმოსავლურ განშტოებებს, რამდენიმე ლაგუნას, მდინარე რონის დელტასა და ქალაქ მარსელთან მდებარე კირქვიან ბორცვებს. ბევრია არხები და საწყლოსნო გზები. სანაპირო ხაზის დიდი ნაწილი მარილიან ჭაობებსა და ლაგუნებს უკავიათ. ლიონის ყურეში მდებარეობს რამდენიმე პატარა ყურე, რომელთაგან აღსანიშნავია მარსელის ყურე.
დიდი ნავსადგურია ქალაქი მარსელი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 246.