ტულონი
ტულონი (ფრანგ. Toulon) — ქალაქი სამხრეთ საფრანგეთში. მდებარეობს ხმელთაშუა ზღვის ნაპირებზე, პროვანსი-ალპები-ლაჟვარდოვანი ნაპირის რეგიონში, ვარის დეპარტამენტში. 2006 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 170 041 ადამიანს, საფრანგეთის ქალაქებს შორის მოსახლეობის მიხედვით მას მეთხუთმეტე ადგილი უკავია. საშუალო სიმჭიდროვე კმ²-ზე 3 969 ადამიანი. ფართობი 42,84 კმ². 1862 წელს ქალაქში გაიხსნა ტულონის ოპერა. ვრცელდება ზღვის დონიდან 0–589 მ სიმაღლეზე. ყველაზე ცხელი თვეებია ივლისი და აგვისტო, ხოლო ყველაზე ცივი — იანვარი და თებერვალი. ატმოსფერული ნალექების რაოდენობა წელიწადში 676,8 მმ.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ტულონი Toulon | |||||
| |||||
ქვეყანა | საფრანგეთი | ||||
რეგიონი | პროვანსი-ალპები-ლაჟვარდოვანი ნაპირი | ||||
დეპარტამენტი | ვარი | ||||
კოორდინატები | 43°09′00″ ჩ. გ. 5°55′05″ ა. გ. / 43.15000° ჩ. გ. 5.91806° ა. გ. | ||||
მერი | Hubert Falco | ||||
ფართობი | 42.84 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 0–589 მ | ||||
მოსახლეობა | 170,041 კაცი (2006) | ||||
სიმჭიდროვე | 3,969 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1 | ||||
საფოსტო ინდექსი | 83000[1] , 83100[1] და 83200[1] | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.toulon.fr[2] | ||||
ამ ადგილებში უძველეს დროში ბერძნებს ჰქონდათ თავიანთი კოლონია და ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პუნქტი იყო ამ რეგიონში. მოგვიანებით ტულონი რომის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა, რის შემდეგ ქალაქი მთელ რეგიონში დაწინაურდა. 1486 წლიდან ეს პროვინცია საფრანგეთის შემადგენლობაში მოექცა.
დაძმობილებული ქალაქები
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2006-06-14 საიტზე Wayback Machine.
- The Tourism Office of Toulon web site