კრონშტადტი (რუს. Кронштадт) — საპორტო ქალაქი რუსეთში, მდებარეობს კუნძულ კოტლინზე, ესაზღვრება ფინეთის ყურეში მდებარე პატარა კუნძულებს. წარმოადგენს კრონშტადტის რაიონის ერთადერთ მუნიციპალურ ერთეულს, ადმინისტრაციულად ეკუთვნის ფედერალური მნიშვნელობის ქალაქ სანქტ-პეტერბურგს[2]. 2010 წლის მონაცემებით მოსახლეობა 43 005 ადამიანს შეადგენდა[3].

ქალაქი
კრონშტადტი
Кронштадт
დროშა გერბი

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ფედერაციული ქალაქი სანქტ-პეტერბურგი
კოორდინატები 60°00′00″ ჩ. გ. 29°46′00″ ა. გ. / 60.00000° ჩ. გ. 29.76667° ა. გ. / 60.00000; 29.76667
დაარსდა 1704
ფართობი 19,35 კმ²
ოფიციალური ენა რუსული ენა|რუსული
მოსახლეობა 43 005[1] კაცი (2010)
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +7 812
საფოსტო ინდექსი 197760-197762
საავტომობილო კოდი 78, 98, 178
ოფიციალური საიტი https://www.gov.spb.ru/gov/terr/reg_kronsht/
კრონშტადტი — რუსეთი
კრონშტადტი
კრონშტადტი — სანქტ-პეტერბურგი
კრონშტადტი
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 540
ინგლ.რუს.ფრ.

1983 წლამდე კუნძულზე და ამავდროულად ქალაქში მოხვედრაც, მხოლოდ წყლის ტრანსპორტით შეიძლებოდა. თუმცა ახლა უკვე ქალაქში მოხვედრა საგზაო ტრანსპორტითაც შესაძლებელია, სანქტ-პეტერბურგის დამცავ ჯებირზე გაყვანილია რგოლისებრი ავტომაგისტრალი, რომლის საშუალებითაც ქალაქში მოხვედრა შეიძლება. 2011 წელს გაიხსნა ორკილომეტრიანი გვირაბი, რომელიც ფინეთის ყურის ქვეშ გადის, მისი მშენებლობა პეტერბურგის წყლისგან დამცავი სისტემის ფარგლებში მოხდა, ეს დამცავი ნაგებობა მოიცავს, ასევე 25 კილომეტრიან საგზაო მაგისტრალს, 11 დამცავ დამბას, 6 წყალგაუმტარ ნაგებობას, ხიდებს და სხვა.

1990 წელს ქალაქის ისტორიული ცენტრი იუნესკოს მსოფლიოს მემკვიდრეობის სიაში შევიდა (მიეკუთვნება სანქტ-პეტერბურგის ისტორიულ ცენტრსა და მასთან დაკავშირებულ ძეგლებს). 2009 წლის აპრილში ქალაქს „სამხედრო დიდების ორდენი“ მიენიჭა[4].

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Госкомстат РФ. Итоги ВПН 2010. Том 1. Численность и размещение населения დაარქივებული 2013-03-15 საიტზე Wayback Machine. : 11. Численность населения России, федеральных округов, субъектов Российской Федерации, городских округов, муниципальных районов, городских и сельских поселений დაარქივებული 2022-03-03 საიტზე Wayback Machine.
  2. Общая информация о районе (визитная карточка). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-09-05. ციტირების თარიღი: 2013-02-09.
  3. Госкомстат РФ. Итоги ВПН 2010. Том 1. Численность и размещение населения დაარქივებული 2013-03-15 საიტზე Wayback Machine. : 11. Численность населения России, федеральных округов, субъектов Российской Федерации, городских округов, муниципальных районов, городских и сельских поселений დაარქივებული 2022-03-03 საიტზე Wayback Machine.
  4. Кронштадту присвоено звание «Город воинской славы». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-05-03. ციტირების თარიღი: 2013-02-09.