კლაუდინა დე ბროსი
კლაუდინა დე ბროსი (ფრანგ. Claudine de Brosse, იტალ. Claudina di Brosse; დ. 1490, ლისაბონი, პორტუგალია — გ. 13 ოქტომბერი, 1513, ნიცა, საფრანგეთი) — ბრეტონელი დიდგვაროვანი. სავოიის ჰერცოგინია 1496-1497 წლებში როგორც ფილიპო II-ის მეორე მეუღლე. სავოიის ჰერცოგ კარლო III-ის დედა.
კლაუდინა დე ბროსი | |
---|---|
სავოიის ჰერცოგინია | |
მმართ. დასაწყისი: | 16 აპრილი, 1496 |
მმართ. დასასრული: | 7 ნოემბერი, 1497 |
წინამორბედი: | ბიანკა მონფერატელი |
მემკვიდრე: | იოლანდა ლუიზა სავოიელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1450 |
გარდ. თარიღი: | 13 ოქტომბერი, 1513 |
მეუღლე: |
ფილიპო II, სავოიის ჰერცოგი (ქ. 1485 - გარდ. 1497) |
შვილები: | კარლო III, სავოიის ჰერცოგი |
მამა: | ჟან II დე ბროსი |
დედა: | ნიკოლ დე შატიიონი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ბიოგრაფია და შვილები
რედაქტირებაკლაუდინა დაიბადა 1450 წელს ლისაბონში, პორტუგალიაში. იგი იყო ბრეტონელი დიდგვაროვანისა და საფრანგეთის მარშალ ჟან II დე ბროსისა და მისი მეუღლის, ნიკოლ დე შატიიონის ქალიშვილი.
1485 წლის 11 ნოემბერს კლაუდინა ცოლდ შერთეს პრინც ფილიპო სავოიელს (1438-1497), სავოიის ჰერცოგ ლუდოვიკოსა და ანა კვიპროსელის ვაჟს, რომელიც იმავდროულად საფრანგეთის დედოფალ შარლოტა სავოიელის ძმა და მეფე შარლ VIII-ის ბიძა იყო, თუმცა ტახტის მემკვიდრედ არ განიხილებოდა. მასა და კლაუდინას სულ ექვსი შვილი შეეძინათ:
- კარლო III (1486-1553), სავოიის ჰერცოგი 1504-1553 წლებში. ცოლად შეირთო მეფე მანუელ I-ის ასული ბეატრიზ პორტუგალიელი, რომელთანაც შეეძინა მომავალი ჰერცოგი ემანუელე ფილიბერტო;
- ლუდოვიკო (1488-1502), გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
- ფილიპო (1490-1533), ნამიურის ჰერცოგი. ცოლად შეირთო შარლოტა ორლეანელი, რომელთანაც ორი შვილი შეეძინა;
- ასოლონე (1494), გარდაიცვალა ჩვილი;
- ჯოვანი (1495), გარდაიცვალა ჩვილი;
- ფილიბერტა (1498-1524), ცოლად გაჰყვა ნამიურის ჰერცოგ ჯულიანო მედიჩის, მაგრამ გარდაიცვალა უშვილოდ;
1496 წლის 16 აპრილს, ფილიპოს ძმის შვილიშვილის გარდაცვალების გამო, იგი გახდა სავოიის ახალი ჰერცოგი, კლაუდინა კი ჰერცოგინიად გვევლინება. მათი მმართველობა ხანმოკლე აღმოჩნდა, რამეთუ 1497 წელს ფილიპო II გარდაიცვალა.
ამის შემდეგ ტახტი კლაუდინას გერმა, ფილიბერტო II-მა დაიკავა, რომელიც 1504 წელს უშვილოდ გარდაიცვალა და ტახტი კლაუდინას ვაჟის, კარლო III-ის ხელში გადავიდა. უკანასკნელ წლებში მან მიატოვა ტურინის ხმაურიანი და ინტრიგებით სავსე სამეფო კარი და ნიცაში გადასახლდა, მდიდრულ სასახლეში, რომელშიც იგი 1513 წლის 13 ოქტომბერს აღესრულა.
ლიტერატურა
რედაქტირება- Joseph Brossard, Histoire politique et religieuse du pays de Gex et lieux circonvoisins, Milliet-Bottier, 1831, 614 pages ; pages 582 et 583.