13 ოქტომბერი
თარიღი
13 ოქტომბერი — გრიგორიანული კალენდრის 286-ე დღე (ნაკიან წლებში – 287-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 79 დღე.
<< | ოქტომბერი | >> | ||||
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 | |||||
2023 |
დღის მოვლენები რედაქტირება
- 1307 : საფრანგეთის მეფე ფილიპ IV ლამაზის ბრძანებით ტამპლიერთა ორდენის ყველა რაინდი შეიპყრეს, მოგვიანებით კი ერეტიკოსობის ბრალდებით აწამეს.
- 1792 : ვაშინგტონში საძირკველი ჩაიყარა თეთრის სახლისთვის.
- 1827 : რუსულმა არმიამ პასკევიჩის სარდლობით აიღო ერევანი
- 1845 : ტეხასის რესპუბლიკის ამომრჩევლებმა კენჭი უყარეს ტეხასის ახალ კონსტიტუციას, რომელიც აშშ-ის კონგრესის დამტკიცების შემთხვევაში, მას აშშ-ის შტატად აქცევდა.
- 1880 : ტრანსვაალი დამოუკიდებლობას აცხადებს.
- 1921 : ყარსის სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდო ახლად ჩამოყალიბებული ამიერკავკასიის საბჭოთა რესპუბლიკებსა და თურქეთს შორის.
- 1923 : თურქეთის დედაქალაქი კონსტანტინოპოლიდან ანკარაში გადადის.
- 1943 : იტალიის ახალი მთავრობა მოკავშირეთა მხარეზე გადადის და გერმანიას ომს უცხადებს.
- 1944 : სსრ კავშირის ჯარებმა ქ. რიგა დაიკავეს.
- 1946 : საფრანგეთი მეოთხე რესპუბლიკის კონსტიტუციას იღებს.
- 1991 : გაიმართა რიგით პირველი საპრეზიდენტო არჩევნები ყირგიზეთში, მასში გამარჯვება ასკარ აკაიევმა მოიპოვა
- 1995 : „Microsoft-მა“ Windows 95 გამოუშვა.
- 2008 : ამერიკელი ეკონომისტი პოლ კრუგმანი ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა ეკონომიკის დარგში.
- 2012 : ბოტსვანის უზენაესმა სასამართლომ ქალებს საკუთრების მემკვიდრეობით მიღების კონსტიტუციური უფლება მიანიჭა.
- 2014 : ჟან ტიროლი ეკონომიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა.
- 2015 : ქართულ ვიკიპედიაში სტატიათა რაოდენობამ 100 000-ს მიაღწია.
- 2017 : ოდრი აზულაი იუნესკოს გენერალურ დირექტორად აირჩიეს.
- 2019 : კაის საიდი ტუნისის პრეზიდენტად აირჩიეს.
- 2022 : რეაბილიტირებული ვაკის პარკის შადრევნის გახსნიდან მეორე დღეს, წყალში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასული 13 წლის მოზარდი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.
ამ დღეს დაბადებულნი რედაქტირება
- 709 : კონინი — იაპონიის იმპერატორი;
- 1162 : ლეონორა ინგლისელი — ესპანეთის დედოფალი;
- 1883 : ვარლამ ხუროძე — ქართველი მწერალი, პუბლიცისტი, პედაგოგი (გ. 1939);
- 1895 : ჯემალ გიურსელი — თურქეთის საზოგადო მოღვაწე, რესპუბლიკის პრეზიდენტი, გენერალი (გ. 1966);
- 1921 : ივ მონტანი — ფრანგი მომღერალი (გ. 1991);
- 1925 : მარგარეტ ტეტჩერი — დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი 1979-1990;
- 1933 : მარკ ზახაროვი — რუსი რეჟისორი;
- 1934 : ნანა მუსკური — ბერძენი მომღერალი;
- 1943 : ნანა ალექსანდრია — მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი;
- 1988 : გულვერდ თომაშვილი — ქართველი ფეხბურთელი.
ამ დღეს გარდაცვლილნი რედაქტირება
- 54 : კლავდიუსი — რომის იმპერატორი;
- 1282 : ნიჩირენი — იაპონელი ბუდისტი მოღვაწე;
- 1706 : იასუს დიდი — ეთიოპიის იმპერატორი;
- 1815 : იოახიმ მიურატი – საფრანგეთის მარშალი;
- 1825 : მაქსიმილიან I — ბავარიის მეფე;
- 1897 : ჰაიდენჰაინი, რუდოლფ — გერმანელი ფიზიოლოგი და ჰისტოლოგი (დ.1834);
- 1905 : ირვინი, ჰენრი — ბრიტანელი მსახიობი და რაინდი;
- 1955 : მანუელ ავილა კამაჩო — მექსიკის პრეზიდენტი;
- 1987 : ბრატაინი, ვალტერ — ამერიკელი ფიზიკოსი;
- 1989 : კოსტავა, მერაბ — ქართველი მუსიკათმცოდნე, პოეტი;
- 1990 : ლე დუკ თო — ვიეტნამელი გენერალი;
- 2003 : ბროკჰაუსი, ბერტრამი — კანადელი ფიზიკოსი.
- 2016 : პუმიპონ ადულიადეტი — ტაილანდის მეფე.
დღესასწაულები რედაქტირება
- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
- გრიგოლ ეპისკოპოსი
- რიფსიმე, წმინდა გაიანე და მათთან 35 წმიდა ქალწული
- წმინდა მიხეილი
იხილეთ აგრეთვე რედაქტირება
სხვა თვეები: