30 ოქტომბერი
თარიღი
30 ოქტომბერი — გრიგორიანული კალენდრის 303-ე დღე (ნაკიან წლებში – 304-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 62 დღე.
<< | ოქტომბერი | >> | ||||
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 | |||
2024 |
დღის მოვლენები
რედაქტირება- 1270 : მერვე ჯვაროსნული ომი და ტუნისის ალყა სრულდება სიცილიის მეფე კარლ I-სა და ტუნისის სულთანს შორის შეთანხმებით.
- 1905 : რუსეთის მეფე ნიკოლოზ II ამტკიცებს რუსეთის პირველ კონსტიტუციას და საკანონმდებლო ასამბლეის შექმნას.
- 1918 : ოსმალეთის იმპერია მოკავშირეებთან ცეცხლის შეწყვეტაზე თანხმდება, რითაც სრულდება პირველი მსოფლიო ომი ახლო აღმოსავლეთში.
- 1920 : ავსტრალიის კომუნისტური პარტია ჩამოყალიბდა სიდნეიში.
- 1941 : ნაცისტებმა 1500 ებრაელი პიდჰაიციდან (დასავლეთი უკრაინა) ბელზეკის სიკვდილის ბანაკში გაამგზავრეს.
- 1947 : ტარიფებსა და ვაჭრობაზე საერთო შეთანხმება (GATT) შევიდა ძალაში, რამაც საფუძველი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას ჩაუყარა.
- 1960 : მაიკლ ვუდროფი პირველ წარმატებულ თირკმლის გადანერგვას ატარებს დიდ ბრიტანეთში, ედინბურგის სამეფო ჰოსპიტალში.
- 1961 : საბჭოთა კავშირმა წყალბადის ატომის ბომბი „ცარ ბომბა“ გამოცადა ახალ მიწაზე; 58 მეგატონის სიმძიმის ყუმბარა დღემდე უდიდესი ბირთვული დანადგარია, რომელიც კი ოდესმე გამოუცდიათ. ნიკიტა ხრუშჩოვის განცხადებით, მეცნიერები 100 მეგატონას გეგმავდნენ, თუმცა იძულებული გახდნენ დანადგარის წონა შეემცირებინათ, რათა მოსკოვის ყველა ფანჯრის ჩამსხვრევა თავიდან აეცილებინათ.
- 1983 : არგენტინაში პირველი დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა შვიდწლიანი სამხედრო დიქტატურის შემდეგ.
- 1985 : კოსმოსური შატლი „ჩელენჯერის“ ბოლო წარმატებული მისია განხორციელდა.
- 2005 : დრეზდენის ფრაუენკირხეს 13-წლიანი რესტავრაცია დასრულდა.
- 2008 : ინდოელი ვისვანათან ანანდი ბონში ვლადიმერ კრამნიკს ამარცხებს და ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს ინარჩუნებს.
- 2009 :
- მსოფლიოში უდიდესი სამგზავრო გემის Oasis of the Seas მშენებლობა დასრულდა.
- ICANN ქვეყნებს და ტერიტორიებს ნებას რთავს საკუთარ მშობლიურ ანბანზე ზედა დონის ინტერნეტ დომენები შექმნან.
- 2011 : ყირგიზეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ალმაზბეკ ატამბაევი იმარჯვებს.
- 2012 : უოლტ დისნეის კომპანიამ შეიძინა ჯორჯ ლუკასის Lucasfilm 4,05 მილიარდ აშშ დოლარად, რითაც მას გადაეცა „ვარსკვლავური ომების“ მომავალი ფილმების წარმოების უფლება.
- 2014 : შვედეთი ევროპის კავშირის პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც პალესტინის სახელმწიფო აღიარა.
- 2022 : ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნებში ყოფილმა პრეზიდენტმა, მემარცხენე ლუის ინასიუ ლულა და სილვამ გაიმარჯვა.
ამ დღეს დაბადებულნი
რედაქტირება- 1735 : ადამსი, ჯონ — აშშ-ის პრეზიდენტი
- 1762 : შენიე, ანდრე — ფრანგი პოეტი
- 1887 : ჰაიმი, გეორგ — გერმანელი მწერალი
- 1906 : ჯუზეპე ფარინა — იტალიელი ავტომრბოლელი. (გ. 1966)
- 1911 : აღაბაბიანი, რუბენ — სომეხი არქიტექტორი, პოეტი, მთარგმნელი
- 1960 : დიეგო მარადონა — არგენტინელი ფეხბურთელი და მწვრთნელი.
- 1966 : ზაზა ურუშაძე — ქართველი კინორეჟისორი
ამ დღეს გარდაცვლილნი
რედაქტირება- 1903 : ოძაკი კოიო — იაპონელი მწერალი.
- 1977 : ბაგრატიონი, ირაკლი გიორგის ძე — ბაგრატიონთა მუხრანბატონების შტოს შთამომავალი.
დღესასწაულები
რედაქტირება- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
- იოსებ I ჯანდიერი
- წმინდა კოზმანი
- ოსე წინასწარმეტყველი
- ანდრია კრეტელი
- კოზმა და დამიანე და ძმანი მათნი: ლეონტი, ანთიმოზი და ევტროპი
- აღმოყვანება ნაწილთა წმიდისა ლაზარესი, ოთხთა დღეთა საფლავად მდებარისა
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასხვა თვეები: