ფრაუენკირხე (დრეზდენი)
დრეზდენის ღვთისმშობლის ტაძარი, ფრაუენკირხე (გერმ. Dresdner Frauenkirche) — ლუთერანული ეკლესია დრეზდენში, გერმანია. ამავე სახელწოდებით ევროპაში რამდენიმე სხვა კათოლიკური და პროტესტანტული ეკლესიაც მოიხსენიება.
დრეზდენის ფრაუენკირხე თითქმის სრულიად განადგურდა მეორე მსოფლიო ომში საჰაერო დაბომბვის დროს და აღდგენილ იქნა როგორც ყოფილი მტრების შერიგების ისტორიული სიმბოლო. ტაძრის ფასადის რეკონსტრუქცია დასრულდა 2004 წელს, ინტერიერისა კი - 2005-ში და 13 წლის ინტენსიური აღდგენა-მშენებლობის შემდეგ 2005 წლის 30 ოქტომბერს ტაძარი საზეიმოდ კურთხეულ იქნა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- Frauenkirche Dresden დაარქივებული 2007-09-28 საიტზე Wayback Machine. ოფიციალური საიტი.
- The Frauenkirche