წმინდა კოზმანი
წმინდა კოზმანი — საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდანი. ხსენების დღე 30 ოქტომბერი [ძვ. სტ. 17 ოქტომბერი].
კოზმანი | |
---|---|
ცხოვრება
რედაქტირებაწმინდა კოზმანი, რომელი ქართლს ეწამა. ბიოგრაფიული ცნობები წმინდა კოზმანის შესახებ არ შემონახულა. ამ დღის მოსახსენებელი მხოლოდ იმას ამბობს, რომ იგი ქართლში ეწამა ქრისტეს სარწმუნოებისათვის.
აღსანიშნავია, რომ საქართველო თავისი გეოპოლიტიკური მდგომარეობის გამო მუდმივად უსჯულოთა აგრესიის ქვეშ იყო და საქართველოს ეკლესია-მონასტრების დაცვასა და მართლმადიდებლური სიწმინდის შენარჩუნებას ეწირებოდა უამრავი საერო და სასულიერო პირის სიცოცხლე. ეს იმდენად ხშირი და ჩვეულებრივი მოვლენა იყო, რომ საქართველოს ეკლესია მათგან მხოლოდ განსაკუთრებული ღვაწლითა და მნიშვნელობით გამორჩეულთათვის ადგენდა მოსახსენებელ დღეებს.
დროთა ავბედობამ ამ გამორჩეულ მოწამეთა ცხოვრება და ღვაწლიც კი წაგვიშალა ისტორიიდან. დღეს მათი გაცნობისა და მათთან ურთიერთობის ერთადერთი საშუალება არის საეკლესიო კალენდრებში შემონახულ ხსენების დღეებში ეკლესიის მიერ მათთან დამყარებული ლოცვითი კავშირი.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- წმიდანთა ცხოვრება, ტომი IV, თბილისი, 2003 წ