ზაზა ურუშაძე
ზაზა ურუშაძე (დ. 30 ოქტომბერი, 1966, თბილისი — გ. 7 დეკემბერი, 2019) — ქართველი კინორეჟისორი და სცენარისტი.
ზაზა ურუშაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი |
30 ოქტომბერი, 1966 თბილისი |
გარდაცვალების თარიღი | 7 დეკემბერი, 2019 (53 წლის) |
საქმიანობა | კინორეჟისორი, სცენარისტი |
აქტიური | 1989–2019 |
მშობლები | მამა: რამაზ ურუშაძე |
დაიბადა ქართველი მეკარის, რამაზ ურუშაძის ოჯახში.
1987 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალური ინსტიტუტი. 2002-2004 წლებში იყო საქართველოს კინოცენტრის დირექტორი. 2013 წლის 8 მაისიდან[1] 2019 წლის 11 სექტემბრამდე იყო საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტი.[2]
2013 წელს გამოვიდა მის მიერ გადაღებული ესტონურ-ქართული პროდუქცია „მანდარინები“. ფილმი ნომინირებული იყო ოქროს გლობუსის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ჯილდოზე.[3] ასევე ნომინირებული იყო ოსკარი საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში.[4]
გარდაიცვალა 2019 წლის 7 დეკემბერს, გულის შეტევით.[5] დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში. თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.
ფილმოგრაფია
რედაქტირება- გადაღებული აქვს ფილმები
- „მათთვის, ვინც მამამ მიატოვა“ (1989) — ასევე სცენარისტი
- „აქ თენდება“ (1998) — ასევე სცენარისტი
- „სამი სახლი“ (2008) — ასევე სცენარისტი და პროდიუსერი
- „დარჩი ჩემთან“ (2011)
- „ბოლო გასეირნება“ (2012)
- „მანდარინები“ (2013) — ასევე სცენარისტი და პროდიუსერი
- „ანტონი“ (2019) — ასევე სცენარისტი და პროდიუსერი
- გადაღებული აქვს სერიალი
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ თავმჯდომარე. საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 აპრილი, 2017.
- ↑ ზაზა ურუშაძემ საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა. imedinews.ge (11 სექტემბერი, 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-12-07. ციტირების თარიღი: 7 დეკემბერი, 2019.
- ↑ 2015 GOLDEN GLOBE NOMINATIONS. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-01-25. ციტირების თარიღი: 2015-01-15.
- ↑ Oscar Nominations 2015: See The Full List. Huffington Post. ციტირების თარიღი: 15 იანვარი, 2015.
- ↑ გარდაიცვალა რეჟისორი ზაზა ურუშაძე. 1tv.ge (7 დეკემბერი, 2019). ციტირების თარიღი: 7 დეკემბერი, 2019.