ცხელი ძაღლი
„ცხელი ძაღლი“ — ქართული მრავალეპიზოდიანი დეტექტიურ-კრიმინალური სერიალი, აუდიენციასა და ტელეკომპანია იმედის საერთო პროექტი, რომელიც გადიოდა ტელე იმედის ეთერში 2003 წელს. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივები ლექსო ნიჟარაძე (გიორგი ყიფშიძე) და ბიძინა თაბაგარი (ჟანრი ლოლაშვილი) იძიებენ ყველაზე გახმაურებული მკვლელობების საქმეებს.
ცხელი ძაღლი | |
---|---|
ჟანრი | დეტექტივი, კრიმინალი |
ავტორი | ოთარ შამათავა |
სცენარი |
ნუგზარ შატაიძე კოტე ჯანდიერი |
რეჟისორი | ზაზა ურუშაძე |
მონაწილეობენ |
გიორგი ყიფშიძე ჟანრი ლოლაშვილი ია სუხიტაშვილი ეკა ანდრონიკაშვილი |
მთავარი თემა | დუმს ტყე |
კომპოზიტორ(ებ)ი | ნიაზ დიასამიძე |
ქვეყანა | საქართველო |
სეზონი | 5 |
ეპიზოდი | 56 |
წარმოება | |
აღმასრულებელი პროდიუსერ(ებ)ი |
ოთარ შამათავა გია ცინცაძე |
მონტაჟი | ალექსანდრე კურანოვი |
ოპერატორი | გიორგი შველიძე |
ხანგრძლივობა | 50 წთ. |
ეთერი | |
ორიგინალური არხი | ტელეკომპანია იმედი |
პირველად ეთერში | 20 ოქტომბერი, 2003 |
სერიალის შესახებრედაქტირება
სერიალის მე-4 სეზონი 7 წლის დაგვიანებით 2013 წლის 11 თებერვალს შედგა გარკვეული მიზეზების გამო, ამიტომ ამ სეზონს აკრძალული სეზონი ეწოდა, ამავე წელს შედგა მე-5 სეზონის პრემიერა, თუმცა სერიალის რეჟისორმა ზაზა ურუშაძემ დატოვა პროექტი, მაგრამ გადაღებები მაინც გაგრძელდა და სერიალის მე-5 სეზონი ირაკლი ბადურაშვილმა გადაიღო.
გადაღებებირედაქტირება
სერიალში მოქმედება ძირითადად თბილისში ვითარდება. „ცხელი ძაღლი“ 1 სეზონსა 12 სერიას მოიცავს, ასევე მე-2 და მე-4 აკრძალული სეზონი. მე-3 სეზონი 11 სერიას მოიცავს, ხოლო ბოლო სეზონი 9 სერიას.
როლებშირედაქტირება
- გიორგი ყიფშიძე — ლექსო ნიჟარაძე
- ჟანრი ლოლაშვილი — ბიძინა თაბაგარი
- გურამ ფირცხალავა — გენო შავდია
- ვასიკო ბახტაძე — რეზო ქათამაძე
- გივი სიხარულიძე — გურამ ჯინორია
- გივი ჩუგუაშვილი — ჰასან ცეცხლაძე
- ზურა ბეგალიშვილი — „კალდუნა“
- ჯემალ მონიავა — ჯემალ/ომგერ კაკაურიძე
- გიორგი გურგულია — „ტრეზორა“ (ბორის ჯოტოს ძე გარუჩავა)
- ნუგზარ ყურაშვილი — უჩა ზერაგია
- ნინო ბურდული — თინათინ გაწერელია
- სოსო ლაღიძე — სოსო ეგაძე
- დავით დვალიშვილი — გივი ინწკირველი (ალექსანდროვიჩი)
- კახა ბაკურაძე — „კოშკა“ (ნიკოლოზ ხმალაძე)
- ნიკო გომელაური — კოკა მახალდიანი
- ბაჩო ქაჯაია — გელა ხრამიაშვილი
- ხათუნა შურღაია — ანა ბერაია
- ია სუხიტაშვილი — ქეთი
- ბაჩი ლეჟავა — ზვიად ღონღაძე („გლობუსა“)
- ზურაბ დოიჯაშვილი — უშო ცერცვაძე
- გიორგი კორკოტაშვილი — შავი მიშა
- ამირან ბუაძე — ვანო გეჯაძე
- ბაადურ წულაძე — ამირან დვალი
- რეზო ესაძე — აფთონ სიხარულიძე
- დუტა სხირტლაძე — გიგა გაჩეჩილაძე
- სესე მიქავა — ხუსო
- დიმიტრი ჯაიანი — გენადი კანკია
- დავით ბეშიტაიშვილი — ტარიელ მაცაბერიძე
- ზუკა პაპუაშვილი — ტრისტან ჩიფჩიური
- გოგა პიპინაშვილი — ზაალ თუშიშვილი
- მურმან ჯინორია — პარმენ ჯაში
- ზვიად სხირტლაძე — თეიმურაზ ბილიხოძე; ბაშკირა
- გია აბესალაშვილი — ირაკლი უთურგაიძე(იუველირი)
- ნინო ბურდული — თინა გაწერელია
- დათო დარჩია — დათო სოფრომაძე
- ნანა ხურითი — მეგი სანებლიძე
- გოგა ჩხეიძე — დილარ ჭკადუა
- ნიკა ქაცარიძე — წკრიალაშვილი
მუსიკალური თემარედაქტირება
სერიალის კომპოზიტორია ნიაზ დიასამიძე. მთავარი თემაა დუმს ტყე. მუსიკალური თემის შემსრულებელია ჯგუფი 33ა.