გივი ჩუგუაშვილი
გივი ჩუგუაშვილი (დ. 7 სექტემბერი, 1948, მუხრანი) — ქართველი მსახიობი. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1987).
გივი ჩუგუაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 7 სექტემბერი, 1948 |
საქმიანობა | მსახიობი |
ჯილდოები | საქართველოს დამსახურებული არტისტი (1987) |
ბიოგრაფია
რედაქტირება1971 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. ამავე წლიდან მუშაობას დაიწყო რუსთავის თეატრში, ხოლო 1980 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია.
გადაღებულია ფილმებში: „ივანე კოტორაშვილის ამბავი“ (ნ. მანაგაძე, 1974, მტერი), „კავკასიის ტყვე“ (გ. კალატოზიშვილი, 1975), „ოთხი შარვალი და ერთი ჩითის კაბა“ (ა. ნინუა, 1977), „XII საუკუნის ქართული ქრონიკა“ (ა. რეხვიაშვილი, 1978), „ძმა“ (თ. ბაბლუანი, 1981), „დიმიტრი II“ (რ. ხოტივარი, 1982, არღუნ ნოინი), „წიგნი ფიცისა“ (გ. ლორთქიფანიძე, 1983), „ბანდიტი აგურის ქარხნიდან“ (გ. მატარაძე, 1983), „ზოგი ჭირი მარგებელია“ (პ. ჩარკვიანი, 1984), „მევლუდი“ (ნ. სანიშვილი, 1985), „ნეილონის ნაძვის ხე“ (რ. ესაძე, 1985), „წყრომა“ (დ. ინანიშვილი, 1988), „იქ, ჩემთან“ (ზ. ხალვაში, 1990), „ცოდვის დღესასწაული“ (ე. ბადურაშვილი, 1990), „ვირთხა“ (პ. მილორავა, 1991), „კედელი“ (ზ. ბუაძე, 1991), „ოქროს ობობა“ (მ. ანთაძე, გ. ქავთარაძე, 1992) და სხვა. მონაწილეობა აქვს მიღებული ტელესერიალებში: „ცხელი ძაღლი“ (ჰასან ცეცხლაძე), „27 დრაკონი“, „ყავა და ლუდი“ და სხვა.
ფილმოგრაფია
რედაქტირება
|
|