რუსთავის დრამატული თეატრი

გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის დრამატული თეატრი — თეატრი ქალაქ რუსთავში. შეიქმნა 1967 წელს გიგა ლორთქიფანიძის ინიციატივითა და უშუალო ხელმძღვანელობით, კოტე მარჯანიშვილის თეატრიდან წასულ 26 ახალგაზრდა მსახიობის (ოთარ მეღვინეთუხუცესი, თენგიზ არჩვაძე, რევაზ ხობუა, ია ხობუა, ქეთევან კიკნაძე, ლეო ანთაძე, თამარ სხირტლაძე, ირაკლი უჩანეიშვილი, თენგიზ მაისურაძე, ზაზა ლებანიძე, ჯემალ გაგნიძე, გივი ბერიკაშვილი, ნოდარ მგალობლიშვილი, მალხაზ გორგილაძე, იოსებ გოგიჩაიშვილი, კოტე თოლორაია და სხვები) ძალებით.

საბჭოთა კავშირის რეალობაში მათი ქმედება და თეატრის გახსნა დიდ თეატრალურ რევოლუციად ჩაითვალა. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა გიგა ლორთქიფანიძე. დირექტორად კი - ნოდარ მგალობლიშვილი. 1967 წლის 30 ნოემბერს რუსთავის თეატრი გიგა ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით ოფიციალურად გაიხსნა ე. როსტანის რომანტიკული დრამით „სირანო დე ბერჟერაკი“ (მხატვარი — მამია მალაზონია, კომპოზიტორი — ბიძინა კვერნაძე).

რუსთავის თეატრის ცხოვრებაში, როგორც მსახიობი და რეჟისორი, აქტიურ მონაწილეობას იღებდა აკაკი ვასაძე. მან გიგა ლორთქიფანიძესთან ერთად დადგა პოლონელი დრამატურგის ზ. სკოვრონსკის „მაესტრო“ (1969). რუსთავის თეატრის ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილია გ.ლორთქიფანიძის მიერ განხორციელებული უილიამ შექსპირის „მეფე ლირი“ (1973).

მნიშვნელოვანი თარიღები

რედაქტირება
  • 1971 წელს რუსთავის თეატრში ხორციელდება საქართველოში პირველი კოპროდუქცია.
  • 1994 წელს დაარსდა საქართველოში პორველი საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „ოქროს ნიღაბი“.
  • 2013 წელს თეატრს გიგა ლორთქიფანიძის სახელი მიენიჭა.
  • 2023 წელს თეატრს პროფესიული დრამატული სტატუსი მიენიჭა და სახელი ჩამოყალიბდა როგორც - რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიული მუნიციპალური დრამატული თეატრის სახელი მიენიჭა. [წყარო არ არის მითითებული 645 დღე]

რუსთავის თეატრში დადგმული სპექტაკლები

რედაქტირება
  • 1967:
  • 1968:
  • 1969:
  • 1970:
    • დეილ ვასერმანი, ჯო დერიონი „ლამანჩელი“ რეჟისორი გია ანთაძე და ნუგზარ გაჩავა
    • ვ.დარასელი „კიკვიძე“ რეჟისორი აკაკი ვასაძე
    • ლ.ლეონოვი „შემოსევა“ რეჟისორი ნ.გაჩავა
    • გ.მდივანი „შენი ძია მიშა“ რეჟისორი ზ.კანდელაკი
    • ნ.ხუნწარია და ვ.გოგოლაშვილი „მედეა — არა ევრიპიდეს მიხედვით“ რეჟისორი ნუგზარ გაჩავა
    • თამაზ ჭილაძე „მკვლელობა“ რეჟისორი ი.სიხარულიძე
  • 1971:
    • იოჟეფ კატონა „ბანკ ბანი“ რეჟისორი გ.ბერენი
  • 1972:
  • 1973:
    • ო. ასენა „შიში“ რეჟისორი იური კაკულია
    • უილიამ შექსპირი "მეფე ლირი" რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე
  • 1974
    • ვადიმ კოროსტილევი „მარტოობის დღესასწაული - ფიროსმანი“ რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე
  • 1975:
  • 1976:
    • რეზო თაბუკაშვილი „ რას იტყვის ხალხი?“ რეჟისორი ანზორ ქუთათელაძე
    • რომენ როლანი „მგლები“ რეჟისორი თამაზ მესხი
    • ედუარდო დე ფილიპო „ცილინდრი“რეჟისორი თამაზ მესხი
  • 1977:
    • ნ.გოგოლი „რევიზორი“ რეჟისორი ანზორ ქუთათელაძე
  • 1978:
    • ანტონ ჩეხოვი „თოლია“რეჟისორი ანზორ ქუთათელაძე (საქართველოში პირველი დადგმა)
  • 1979:
  • 1980:
  • 1982:
    • ი. ტელმახი „ჰკითხე ოდესმე ბალახს“ რეჟისორი ანზორ ქუთათელაძე
  • 1983:
  • 1984:
    • თამაზ ბაძაღუა „რეკვიემი ვერცხლის ქორწილისათვის“ რეჟისორი დავით კობახიძე
    • ალექსეი ოსტროვსი „შემოსავლიანი ადგილი“ რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე და მიხეილ ბუკია
    • მიხეილ ჯაფარიძე „ჩვენებურები“ რეჟისორი მარლენ ბესტავალიშვილი
  • 1985:
    • ანტონ ჩეხოვი „თოლია“ რეჟისორი ანზორ ქუთათელაძე
    • არჩილ სულაკაური „ტალღები ნაპირისკენ მიისწრაფიან“ რეჟისორი დავით კობახიძე
    • ალექსანდრე ჩხაიძე „ვაცხადებ დახურულად/აკვარიუმი“ რეჟისორი მარლენ ბესტავალიშვილი
    • ფედერიკო გარსია ლორკა „ბერნარდა ალბას სახლი“ რეჟისორი შოთა კობიძე
  • 1986:
    • ი.დრუცე „წმინდათაწმინდა“ რეჟისორი დავით კობახიძე
    • ოთარ ჩხეიძე „ძველი რომანსი“ რეჟისორი შოთა კობიძე
    • მარლენ ბესტავალიშვილი „მაქსია“ რეჟისორი მარლენ ბესტავალიშვილი
    • ივ ჟამიაკი „დამქირავებელი“ რეჟისორი ანდრო ენუქიძე. დადგმის ხელმძღვანელი თემურ ჩხეიძე
    • ბერნარდ ტომასი „ჩარლის დეიდა“ რეჟისორი დავით კობახიძე
    • თამაზ ჭილაძე „ჩიტების ბაზარი“ რეჟისორი თამაზ მესხი
    • ალექსანდრე ჩხაიძე „თემედა ეშვება მიწაზე“ რეჟისორი ნუგზარ გაჩავა
  • 1989:
    • აკაკი წერეთელი „ბუტიაობა“ რეჟისორი თამაზ მესხი
    • რაფიელ ერისთავი „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“ რეჟისორი ნუგზარ ლორთქიფანიძე
    • მერაბ გეგია „მარადიული კომედია“ რეჟისორი შოთა კობიძე
    • დავით კობახიძე და ნუგზარ ლორთქიფანიძე „ორი დღე პოლკოვნიკის ცხოვრებიდან“ რეჟისორი შოთა კობიძე
    • ლაშა თაბუკაშვილი „მაგრამ უფლება არ მოუცია“ რეჟისორი მანანა კვირკველია
    • ფ.დიურენმატი „მოხუცი მანდილოსნის ვიზიტი“ რეჟისორი ანდრო ენუქიძე
    • გურამ ბათიაშვილი „უკეთუ გაცდუნებდეს“ რეჟისორი დავით კობახიძე
  • 1995:
    • რეზო კლდიაშილი „საპოვნელა“ რეჟისორი ლევან სვანაძე
    • ალბერ კამიუ „კალიგულა“ რეჟისორი ლევან სვანაძე
    • ირაკლი სამსონაძე „ტელეშოუ მიწისძვრის სინდრომით დაავადებულთათვის“ რეჟისორი ლევან სვანაძე
    • ირაკლი სამსონაძე „ძველი სარდაფი“ რჟისორი კოტე აბაშიძე
  • 1997
    • ეჟენ იონესკო „შიმშილი და წყურვილი“ რეჟისორი გიორგი შალუტაშვილი
    • ნუგზარ ლორთქიფანიძე „დალაქი“ რეჟისორი კოტე აბაშიძე
    • ევრიპიდე „ელექტრა“ რეჟისორი ანზორ ქუთათელაძე
    • ილია ჭავჭავაძე „კაცია ადამიანი?!“ რეჟისორი გ. სიხარულიძე
  • 1998
    • ლაშა თაბუკაშვილი „მერე რა, რომ სველია, სველი იასამანი“ რეჟისორი ლევან სვანაძე
    • ქართული ხალხური ზრაპრების მიხედვით „ინდაური ინდიკოს საახალწლო თავგადასავალი“ რეჟისორი
  • 1999
    • ჯუზეპე მაროგა „ქვრივების ნუგეშისმცემელი“ რეჟისორი ლევან სვანაძე
    • ილია ჭავჭავაძე „კაცია ადამიანი?!“ რეჟისორი ოთარ სეთურიძე (აღდგენილი)
    • ანტონ ჩეხოვი „დათვი. ხელის თხოვნა“ რეჟისორი კოტე აბაშიძე
    • ედგარ ალან პოს, გურამ დოჩანაშვილის და თეოდორ ამადეუს ჰოფმანის მიხედვით „დოქტორ პაპატაჩის ვალსი“ რეჟისორი ზაზა წაქაძე
    • მარიო პაუზოს რომანის და ფრენსის ფორდ კოპოლას ფილმის „ნატლიას“ მიხედვით. პიესის ავტორი ა.კოტეტიშვილი „ცოდვის შვილები“ რეჟისორი გოგი ქავთარაძე
  • 2000:
  • 2001:
  • 2002:
  • 2004:
  • 2005:
  • 2006:
  • 2007
    • გურამ დოჩანაშვილი „ხორუმი ქართული ცეკვა“ რეჟისორი მამუკა ტყემალაძე
    • იაკობ გოგებაშვილი „იავნანამ რა ჰქმნა?!“ რეჟისორი კანდიდ გურგენიძე
    • რაფიელ მამულაშვილი „დამნაშავედ არ დავბადებულვარ“ რეჟისორი კანდიდ გურგენიძე
    • არცილ სულაკაური „ღიად დარჩენილი საფლავები“ რეჟისორი გეგა ქურციკიძე
    • ჟან ანუი „ანტიგონე“ რეჟისორი გეგა ქურციკიძე
  • 2008:
    • ედუარდო დე ფილიპო „მილიონერი ნეაპოლი“ რეჟისორი გოჩა კაპანაძე
    • ლეო ქიაჩელი „ბედი წარმავალთა“ და „თავადის ქალის მაიას“ მიხედვით „თავადის ქალი მაია“ — რეჟისორი გაჩა კაპანაძე
    • ილია ჭავჭავაძე „მგზავრის წერილები“ რეჟისორი ლევან წულაძე
    • ნოდარ დუმბაძე „გამარჯიბა ხალხო“ (მე, ბებია, ილიკო და ილარიონის მიხედვით" რეჟისორი ვასილ ჩიგოგიძე
    • ლეო ქიაჩელი „თავადის ქალი მაია“ რეჟისორი გოჩა კაპანაძე
    • პიერ ბომარშე „ფიგაროს ქორწინება“ რეჟისორი ლევან წულაძე
  • 2009
  • 2010
    • რობერტ ლუის სტივენსონი „განძის კუნძული“ რეჟისორი ლაშა კანკავა
    • ჟან პოლ სარტრი „დაუმარხავნი“ რეჟისორი გიორგი ქანთარია
    • ჯაბა იოსელიანი „საქართველოს უკანასკნელი დედოფალი“ რეჟისორი გოჩა კაპანაძე
  • 2012:
    • დავით კლდიაშვილი „ირინეს ბედნიერება“ რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი
  • 2014
    • ლარისა ტიტოვა და ალექსეი სტაროტორჟსკი „სამეფო ზღაპარი“ რეჟისორი გურამ ბრეგაძე
    • ლაშა თაბუკაშვილი „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“ რეჟისორი მიხეილ ბუკია
    • დათო ტურაშვილი „დოდოს მოლოდინში“ რეჟისორი გოჩა კაპანაძე
    • ჯ.ბ. პრისტლი „ხეივანი“ რეჟისორი გიორგი ქანთარია
    • ლაშა თაბუკაშვილი „მერე რა, რომ სველია, სველი იასამანი“ რეჟისორი ლევან სვანაძე
    • გ.ნახუცრიშვილი „ჭინჭრაქა“ რეჟისორი ვაჟა ძიგუა
    • ლაშა თაბუკაშვილი „შენსკენ სავალი გები“ რეჟისორი ლევან სვანაძე
    • ლაშა ბუღაძე „აჩა ბაჩა ანუ Delirium Comikus“ რეჟისორი გოგა თავაძე
    • ბორის ერისთავი „საახალწლო ზღაპარი“ რეჟისორი გურამ ბრეგაძე
  • 2015
    • ბორის ერისთავი „კონკია და უფლისწული“ რეჟისორი გურამ ბრეგაძე
    • უოლტ დისნეის მულტიპლიკაციური ფილმის „მეფე ლომის“ მიხედვით „ მეფე ლომი“ რეჟისორი იური ფოფხაძე
    • ლევან გოთუა „ჯვარშებმულნი“ რეჟისორი გიორგი ქანთარია
    • კოტე ჯანდიერი „საოჯახო ქრონიკა“ რეჟისორი გიორგი ქანთარია
    • ედუარდო დე ფილიპო „ნეაპოლი მილიონერთა ქალაქი“ რეჟისორი გოჩა კაპანაძე
    • ლარისა ტიტოვა და ალექსეი სტაროტორჟსკი „ახალი წლის კოსმიური სტუმრები“ რეჟისორი გურამ ბრეგაძე
    • გოდერძი ჩოხელი „ადამიანთა სევდა“ რეჟისორი თამარ ხიზანაშვილი
    • რევაზ ინანიშვილი „მემენატრება“ რეჟისორი ნათელა მუხულიშვილი
    • ალექსანდრე დიუმას მიხედვით „სააქალწლო სასწაული“ რეჟისორი გურამ ბრეგაძე
    • გაბრიელ ბარილი „თაფლობის თვე“ რეჟისორი გურამ ბრეგაძე
    • ზურაბ სამადაშვილი „ხმაურიანი დღეები“ რეჟისორი გიორგი ქანთარია
  • 2016
    • რეზო გაბრიაძე „ხეჩოს სიზმარი“ რეჟისორი ლაშა კანკავა
    • ჰენრიკ იბსენი „ბრძოლა ხელისუფლებისთვის“ რეჟისორი გოგი ქავთარაძე (აღდგენილი)
    • ძმები გრიმები „რაპუნცელი“ რეჟისორი ლაშა გოგნიაშვილი
    • თამრი ფხაკაძე „ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“ რეჟისორი გიორგი შალუტაშვილი
  • 2017:
    • ხალხური ზღაპრების მიხედვით „პრინცესა ფეფელა“ რეჟისორი გურამ ბრეგაძე
    • ნოდარ დუმბაძე „ჰელადოსი“ რეჟისორი პეტრე ჩარგეიშვილი
    • ხალხური ზღაპრების მიხედვით „როგორ მოიპარა ბოროტმა ჯადოქარმა ბედნიერება“ რეჟისორი გურამ ბრეგაძე
    • რონალდ ჰარვუდი „კვარტეტი“ რეჟისორი სოსო ნემსაძე (თარგმნა და ინსცენირება — თამაზ გოდერძიშვილი)
    • ნოდარ დუმბაძე „თეთრი ბაირაღები“ რეჟისორი ლევან სვანაძე და სოსო ნემსაძე
    • ნიკოლოზ გოგოლი „შეშლილის წერილები“ რეჟისორი სოსო ნემსაძე
    • გურამ ბრეგაძე „კონკია და ჯადოსნური ღამე“ რეჟისორი გურამ ბრეგაძე
    • ევგენი შვარცი „ დრაკონი“ რეჟისორი გიორგი ქანთარია
    • თამაზ ჭილაძე „ელისაბედ, ელისაბედ“ რეჟისორი გურამ ბრეგაძე
  • 2018:
  • 2019:
    • კოტე ჯანდიერი „ელექტრიკოსი“ რეჟისორი გიორგი ქანთარია
    • „ფოლადი“ რეჟისორი სოსო ნემსაძე
    • გურამ ბათიაშვილის „გურჯი ხათუნების“ მიხედვით „თამაში სხვათა საწოლებში“ დადგა ლარისა ხაჭაპურიძემ
    • ხანოხ ლევინის „ცხოვრების ჭაპანი“-ის მიხედვით „ბედნიერი წყვილი“ რეჟისორი სოსო ნემსაძე
    • ი. გარუჩავასა და პ .ხატიანოვსკი „დილა მშვიდობისა, ასდოლარიანო“ რეჟისორი ქეთი დოლიძე
    • ნინო ხოსიაშვილი და ლელა არაბული „თბილი სახლი“ რეჟისორი სოსო ნემსაძე
  • 2020:
  • 2021
    • სოსო ნემსაძე "ბუნკერი [21/1] რეჟისორი სოსო ნემსაძე
    • ნოდარ დუმბაძე "კუკარაჩა" რეჟისორი სოსო ნემსაძე
    • ვაჟა-ფშაველა "სტუმარ - მასპინძელი" რეჟისორი სოსო ნემსაძე
  • 2022
    • ენჯე გიზატოვა "მიმძიმს ამაზე საუბარი" რეჟისორი სოსო ნემსაძე
    • ზურაბ ანტონოვი "მზის დაბნელება საქართველოში" რეჟისორი გიორგი ქანთარია
    • კარელ ჩაპეკი "თეთრი ჟამი" რეჟისორი სოსო ნემსაძე
    • ო.ჰენრი "ნისლიანი ნიუ-იორკი" რეჟისორი კოკო როინიშვილი
    • კოტე ჯანდიერი "საყმაწვილო სენი" რეჟისორი სოსო ნემსაძე
    • არტურ მილნი "ვინი-პუხი" რეჟისორი ნიკა ლუარსაბიშვილი
    • ირაკლი ლომოური "ჩიჩილაკად ქცეული ქალის ზრაპარი" რეჟისორი თომა ათანელიშვილი

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ცუცქირიძე შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 511.
  • რუსთავის თეატრის არქივი, საარქივო მასალიდან — ტომი I.
  • რუსთავის თეატრის არქივი, საარქივო მასალიდან — ტომი II.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება