თამარ სხირტლაძე
თამარ სხირტლაძე (დ. 2 მაისი, 1929, ლაგოდეხი — გ. 23 ნოემბერი, 2022) — ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი. საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი (1976), საქართველოს სსრ-ის „ხუთწლედის მატიანის“ პრემიის ლაურეატი (1980), საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1990), თბილისის საპატიო მოქალაქე (2016).
თამარ სხირტლაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი |
2 მაისი, 1929 ლაგოდეხი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი | 23 ნოემბერი, 2022 (93 წლის) |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრთან არსებული დრამატული სტუდია |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1949–2022 |
მეუღლე(ები) | კოტე თოლორაია |
შვილ(ებ)ი | თამაზ თოლორაია |
ჯილდოები |
საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებათამარ სხირტლაძე დაიბადა 1929 წელს, ლაგოდეხში. 1949 წელს დაამთავრა თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრთან არსებული დრამატული სტუდია. იმავე წლიდან ჩაირიცხა კ. მარჯანიშვილის თეატრის დასში, სადაც 1967 წლამდე მოღვაწეობდა. 1967–1975 წლებში რუსთავის თეატრის მსახიობი იყო, ხოლო 1975 წლიდან კვლავ კ. მარჯანიშვილის თეატრში მოღვაწეობდა. თამარ სხირტლაძე მრავალფეროვანი მსახიობი იყო. მისი შესრულება გამოირჩევა სცენური სიმართლით, უშუალობით, ლირიზმით. როლები: ფოსინე (კ. ბუაჩიძის „მკაცრი ქალიშვილები“), მაყვალა (მ. ბარათაშვილის „მარინე“), ლამაზისეული (ი. ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანი?!“), მზევინარი (ა. ყაზბეგის „მოძღვარი“), მაია (დ. კლდიაშვილის „უბედურება“), მისის პირსი (ბ. შოუს „პიგმალიონი“), გვირისტინე (პ. კაკაბაძის „კოლმეურნის ქორწინება“), კაკანო (ნ. დუმბაძისა და გ. ლორთქიფანიძის „მე ვხედავ მზეს“), ლუჩია პეტრელა (ე. დე ფილიპოს „კომედიის ხელოვნება“), მასწავლებელი (ზ. სკოვრონსკის „მაესტრო“), გონერილა (უ. შექსპირის „მეფე ლირი“), ეკა (ო. იოსელიანის „ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი“), დედა (ნ. დუმბაძის „საბრალდებო დასკვნა“), დარია (ი. გარუჩავას და პ. ხოტიანოვსკის „შენი მიწა“) და სხვ.[1]
თამარ სხირტლაძე უხუცეს მსახიობად ითვლებოდა ქართულ კინოსა და თეატრში. მან მოხსნა ცნობილი ქართველი მსახიობის ვერიკო ანჯაფარიძის რეკორდი (70 წელი გაატარა სცენაზე). თამარ სხირტლაძეს მოიხსენიებენ როგორც „მსახიობი ასაკის გარეშე“. მას ჰყავდა ერთადერთი შვილი მსახიობი თაზო თოლორაია, რომელიც გარდაიცვალა 2004 წელს. მისი მეუღლე ასევე მსახიობი კოტე თოლორაია გარდაიცვალა 2017 წელს.
2010 წელს კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის წინ საზეიმოდ გაიხსნა თამარ სხირტლაძის ვარსკვლავი. 2019 წელს, მას მიენიჭა „წლის პერსონის“ წოდება ჯაზ-მომღერალ გიული ჩოხელთან ერთად. ასევე დაჯილდოებულია საქართველოს თეატრალური საზოგადოებისგან „ლიზა ჩერქეზიშვილის სახელობის ჯილდოთი“.
გარდაიცვალა 2022 წლის 23 ნოემბერს, 93 წლის ასაკში.[2]
ფილმოგრაფია
რედაქტირება- 1971: „გათენების წინ“ რეჟ. ყარამან (გუგული) მგელაძე
- 1975: „ერთი ნახვით შეყვარება“ რეჟ. რეზო ესაძე
- 1975: „არ დაიჯერო, რომ აღარა ვარ“ რეჟ. ყარამან (გუგული) მგელაძე
- 1975: „მოხეტიალე რაინდები“ რეჟ. თემურ ფალავანდიშვილი
- 1976: „თვალი პატიოსანი“ რეჟ. შოთა მანაგაძე
- 1979: „წინაპართა მიწა“ (დარია) რეჟისორები გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე, გიული ჭოხონელიძე
- 1979: „მეცამეტე გოჭი“ რეჟ. რევაზ ჭარხალაშვილი
- 1982: „ქართლოსიანთა საკურთხეველი“ (ფარნავაზის დედა) რეჟ. ალინა აბაშმაძე
- 1982: „გზის დასაწყისი“ რეჟ. ლიანა ელიავა
- 1983: „დღეს ღამე უთენებია“ (მოხუცი ევა) რეჟ. ლანა ღოღობერიძე
- 1984: „ორშაბათი ჩვეულებრივი დღეა“ (ვენერა ხურციძე) რეჟ. ვალერიან კვაჭაძე
- 1984: „სკაპენის ოინები“ რეჟისორები გიორგი კალატოზიშვილი, მიხეილ კალატოზიშვილი (უმცროსი)
- 1984: „ზოგი ჭირი მარგებელია“ (მარინე) რეჟ. პავლე ჩარკვიანი
- 1984: „ადამიანთა სევდა“ რეჟ. გოდერძი ჩოხელი
- 1985: „დედუნა“ რეჟ. დავით ჯანელიძე
- 1986: „ექვსი თოვლიანი დღე“ რეჟ. იური კვაჭაძე
- 1986: „მოდი, ვილაპარაკოთ“ (სიდედრი) რეჟ. რამაზ გიორგობიანი
- 1986: „ორომტრიალი“ რეჟ. ლანა ღოღობერიძე
- 1987: „ფესვები“ რეჟ. ყარამან (გუგული) მგელაძე
- 1988: „როდესაც ჩაგიქროლებს, როდესაც ჩაგივლის“ რეჟ. კახა მელითაური
- 1988: „გრაციოზო“ რეჟ. არმაზ ბურნაძე
- 1988: „წინამორბედი“ რეჟ. იური კვაჭაძე
- 1988: „მეტიჩარა“ (მარო) რეჟისორები ნელი ნენოვა, გენო წულაია
- 1989: „თეთრი დროშა“ რეჟ. გოდერძი ჩოხელი
- 1989: „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“ (დონ კიხოტის სახლმმართველი) რეჟ. რევაზ (რეზო) ჩხეიძე
- 1990: „ზვარაკი“ რეჟ. გენო ჩირაძე
- 1992: „ოქროს ობობა“ (ზინა) რეჟისორები მიხეილ ანთაძე, გოგი ქავთარაძე, დავით კვირცხალია
- 1992:"ვალსი პეჩორაზე" რეჟ. ლანა ღოღობერიძე
- 1993: „ციხე-სიმაგრე“ რეჟ. დავით ჯანელიძე
- 1993: „კალმასობა იოანესი“ რეჟ. ზურაბ მექვაბიშვილი
- 1998: „ლუკას სახარება“ რეჟ. გოდერძი ჩოხელი
- 1999: „მიჯაჭვული რაინდები“ (ინგლისელი ქალი) რეჟ. გოდერძი ჩოხელი
- 2000: „ზაფხული, ანუ 27 დაკარგული კოცნა“ რეჟ. ნანა ჯორჯაძე
- 2000: „ნუცას სკოლა“ (ნიკას დედა) რეჟ. მერაბ კოკოჩაშვილი
- 2003: „სიყვარულის ცეცხლი“ რეჟ. გოდერძი ჩოხელი
- 2009: „ჯართოსანი“ (მართა) რეჟ. ნონა გიუნაშვილი
- 2011: „გული+“ რეჟ. ირაკლი ჩხიკვაძე
- 2012: „...37“ რეჟ. დემეტრე (დუტა) სხირტლაძე
ნათამაშები როლები
რედაქტირებამარჯანიშვილის თეატრი
რედაქტირება- კიტა ბუაჩიძის „მკაცრი ქალიშვილები“ (ფოსინე)
- მარიკა ბარათაშვილის „მარინე“ (მაყვალა)
- ილია ჭავჭვაძის „კაცია-ადამიანი?!“ (ლამაზისეული)
- ალექსანდრე ყაზბეგის „მოძღვარი“ (მზევინარი)
- დავით კლდიაშვილის „უბედურება“ (მაია)
- ბერნარდ შოუს „პიგმალიონი“ (მისის პირსი)
- პოლიკარპე კაკაბაძის „კოლმეურნის ქორწინება“ (გვირისტინე)
- უილიამ შექსპირის „მეფე ლირი“ (გონერილა)
- ოტია იოსელიანის „ექვსი შინაბერა და ერთი მამაცაცი“ (ეკა)
- ნოდარ დუმბაძის „საბრალდებო დასკვნა“ (დედა)
- ალეხანდრო კასონას „ეუხენა ბალბოა“ (ეუხენა ბალბოა)
ჯილდოები
რედაქტირება- 1976: საქართველოს დამსახურებული არტისტი
- 1980: საქართველოს სსრ „ხუთწლედის მატიანის“ პრემია კინოფილმში „დღეს ღამე უთენებია“ მთავარი როლის შესრულებისთვის
- 1990: საქართველოს სახალხო არტისტი
- 2016: თბილისის საპატიო მოქალაქე
ლიტერატურა
რედაქტირება- საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, თბ., 1989. — გვ. 42.
- ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 847, ISBN 99928-20-32-2.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ სხირტლაძე თამარ ერმილეს ასული // ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 847–848, ISBN 99928-20-32-2.
- ↑ „მსახიობი თამარ სხირტლაძე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა“. mtavari.tv. ციტირების თარიღი: 23 ნოემბერი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება)