მეტიჩარა (ფილმი)
„მეტიჩარა“ — სს „ქართული ფილმის" 1988 წლის ფილმი. რეჟისორები ნელი ნენოვა და გენო წულაია.[1]
„მეტიჩარა“ | |
---|---|
უკრაინული პლაკატი | |
დამდგმელი რეჟისორი |
ნელი ნენოვა გენო წულაია |
სცენარის ავტორი |
ანატოლი გალიევი, ედუარდ ტროპინინი |
როლებში |
ნინო სურგულაძე თეიმურაზ ნაცვლიშვილი |
კომპოზიტორი | იოსებ ბარდანაშვილი |
ხმის ოპერატორი |
დავით კანდელაკი, იური ფედნევი |
ოპერატორი | იგორ კრეპსი |
მხატვარი | ნაუმ ფურმანი |
სტუდია | სს „ქართული ფილმი“ |
გამოსვლის თარიღი | 1988 |
ხანგრძლივობა | 84 წუთი |
ქვეყანა | საქართველოს სსრ |
ენა | ქართული |
სიუჟეტი
რედაქტირება„მეტიჩარა“ დელფინარიუმიდან გაპარული დელფინის მეტსახელია, რომელიც ბათუმელმა ფოტოგრაფმა რობინზონმა დაიმეგობრა და მის ნიშანზე ნაპირთან მიცურავს. რობინზონი მის საიდუმლოს თბილისიდან ჩამოსულ შვილს — ნინიკოს გაანდობს. დელფინთან მეგობრობა ნინიკოს სრულიად შეცვლის და მამასთანაც დაამეგობრებს, რომელიც მშობლების დაშორების შემდეგ პირველად ნახა. თბილისში დაბრუნებულიც სულ მამასა და „მეტიჩარაზე“ ფიქრობს.
როლებში
რედაქტირება- ნინო სურგულაძე — ნინიკო
- თეიმურაზ ნაცვლიშვილი — რობინზონი
- ნატო წულაია — ლია
- შოთა ქრისტესაშვილი — ალექსი
- პავლე ნოზაძე — გერონტი
- თამარ სხირტლაძე — მარო
- გიზო სიხარულიძე — ფარნაოზ
- ნინო ხომასურიძე — ლიზიკო
- აბრეკ ფხალაძე
- ბადრი კაკაბაძე
- ზურაბ ბეგალიშვილი
- კოტე ბურჯანაძე
- ტატიანა ლავრენტიევა
- ალექსანდრე გეგეჭკორი