ბადრი კაკაბაძე
ბადრი კაკაბაძე (დ. 25 დეკემბერი, 1954) — ქართველი მსახიობი.
ბადრი კაკაბაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 25 დეკემბერი, 1954 |
საქმიანობა | მსახიობი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1975 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (მ. თუმანიშვილის სახელოსნო).
1975 წელს გამოდიოდა კინომსახიობთა თეატრის სცენაზე. 1976 წლიდან მოღვაწეობს რუსთავის დრამატულ თეატრში. ამავე წლიდან მუშაობს კინოში. ეკრანზე მისი დებიუტი შედგა ფილმით „გასეირნება თბილისში“ (ვოკალისტი; რეჟ. ნ. მჭედლიძე, 1976). მთავარი როლები შეასრულა ფილმებში: „რაჭა, ჩემო სიყვარულო“ (ზაური; რეჟ. თ. ფალავანდიშვილი, 1977) და „აქედანა და შენამდე“ (ბუჭუტა; რეჟ. ლ. გორდელაძე, 1984).
ფილმოგრაფია
რედაქტირება- 1976 — „გასეირნება თბილისში (ნამდვილი თბილისელი და სხვები)“ — ვოკალისტი (რეჟ. ნ. მჭედლიძე)
- 1977 — „რაჭა ჩემო სიყვარულო“ — ზაური (რეჟ. თემურ ფალავანდიშვილი და იოზეფ მედვედი)
- 1979 — „იმერული ესკიზები“ — ბარნაბა (რეჟ. ნ. მჭედლიძე)
- 1981 — „ყოჩაღად პაპებო“ — (რეჟ. ნ. ნენოვა, გ. წულაია)
- 1984 — „აქედანა და შენამდე“ — ბუჭუტა (რეჟ. ლ. გორდელაძე)
- 1984 — „უკვდავების თეთრი ვარდი“ — (რეჟ. ნ. მჭედლიძე)
- 1985 — „წყარო“ — (რეჟ. დ. ხოჯავა)
- 1988 — „მეტიჩარა“ — (რეჟ. ნ. ნენოვა, გ. წულაია)
- 1990 — „ოჰ, ეს საშინელი, საშინელი ტელევიზორი“ — გელა (რეჟ. თ. ფალავანდიშვილი)
- 2010 — „ომი და ქორწილი“ (რეჟ. ზაზა კოლელიშვილი)
- 2011 — „ჭამა და სექსი“ (რეჟ. გ. ლიფონავა)