ჭამა და სექსი
ჭამა და სექსი — გიორგი ლიფონავას 2011 წლის ქართული კომედიური ფილმი.
„ჭამა და სექსი“ | |
---|---|
ჟანრი | კომედია |
დამდგმელი რეჟისორი | გიორგი ლიფონავა |
სცენარის ავტორი | მიშა მშვილდაძე, ირაკლი საღინაძე, ქეთი დევდარიანი |
ოპერატორი | გელა ჩინჩალაძე |
სტუდია | ფორმულა კრეატივი |
გამოსვლის თარიღი | 2011 |
ქვეყანა | საქართველო |
ენა | ქართული |
სიუჟეტი
რედაქტირებაფილმი შედგება 5 ნოველისგან.
პირველი ნოველის მთავარი გმირი ახალდაქორწინებული წყვილია. მათ პირველი ღამე ძვირადღირებულ სასტუმროში უნდა გაატარონ. თუმცა ყველაფერი ისე არ წარიმართება, როგორც ეს გმირებს წარმოუდგენიათ. მეორე ნოველაში ახალგაზრდა წყვილი ერთ-ერთის მშობლებთან გადადის საცხოვრებლად. მათი პრობლემებიც აქედან იწყება. მესამე ნოველაში სამი ცოლიანი მამაკაცი კიკეთში მეძავებთან ერთად წასვლას და გართობას გადაწყვეტს, თან კი ერთ-ერთი მეგობრის მეუღლის მიერ მომზადებულ ნიყვს წაიღებენ. მეოთხე ნოველაში მართლმადიდებელი ცოლ-ქმარი ცდილობს შეინახოს მარხვა: თავი შეიკავოს გარკვეულ საკვებისა და სექსისაგან. ბოლო ნოველაში კი ეჭვიანი ქმარი, რომელიც სამი წლით პარიზში მიემგზავრება, გადაწყვეტს ხელოვნური საქალწულე აპკის მეშვეობით აირიდოს თავიდან მეუღლის ღალატი.
როლებში
რედაქტირება- ვანო თარხნიშვილი
- ნელი აგირბა
- დიმიტრი ტატიშვილი
- გია ცინაძე
- თემიკო ჭიჭინაძე
- ეკა ამირეჯიბი
- ანი ტყებუჩავა
- ლევან ყოჩიაშვილი
- სალომე კოკუაშვილი
- ნიკა წერედიანი
- სოფო სებისკვერაძე
- შორენა ბეგაშვილი
- გიორგი ყველაშვილი
- პალიკო ნოზაძე
- ეკა ქართველიშვილი
- გიორგი ვარდოსანიძე
- ქეთი ჩაჩუა
- თიკო ბედიანაშვილი
- ქეთი კანტიძე
შეფასება
რედაქტირებაფილმის შესახებ რეაქცია განსხვავებული და ურთიერთსაწინააღმდეგო იყო. ის გამოსვლისთანავე აქტიურად განიხილებოდა ქართულ ბლოგოსფეროში. კინომცოდნეებმა გოგი გვახარიამ და ნინია კაკაბაძემ ფილმს მოსაწყენი უწოდეს.[1] ფილოსოფოსებმა გიგი თევზაძემ და გიგა ზედანიამ კი ის აღწერეს, როგორც კარგი კომედია.[2][3]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- „ჭამა და სექსი“ — ეროვნული ფილმოგრაფია
- ჭამა და სექსი ფილმის ოფიციალური საიტი facebook-ზე
- ფილმი youtube-ზე
სქოლიო
რედაქტირება- ↑ „მოსაწყენი მომავალი, ანუ სინგაპურიზაციის საფრთხე“, გოგი გვახარია, რადიო თავისუფლება[მკვდარი ბმული]
- ↑ „ჭამა და სექსი“: „მშვიდობით აკადემია, გადავდივარ მეორე მხარეზე“, გიგი თევზაძე. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-07. ციტირების თარიღი: 2011-11-14.
- ↑ კარგი კომედიის პრობლემები, გიგა ზედანია, რადიო თავისუფლება