შორენა ბეგაშვილი (დ. 8 ივლისი, 1982, რუსთავი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი მსახიობი და ტელეწამყვანი.

შორენა ბეგაშვილი
დაბადების სახელი შორენა ბეგაშვილი
დაბადების თარიღი 8 ივლისი, 1982 (1982-07-08) (42 წლის)
რუსთავი, საქართველოს სსრ, სსრკ
ეროვნება ქართველი
ალმა-მატერი შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი
საქმიანობა მსახიობი, წამყვანი
აქტიური 2008–დღემდე
სიმაღლე 167 სმ
მეუღლე(ები) ზურაბ ბარბაქაძე
ირაკლი ნანაძე (2018–2019)
პარტნიორ(ებ)ი ლაშა ბარათელი
შვილ(ებ)ი ევა ბარბაქაძე (დ. 2001)

დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი. მუშაობდა ვაკის თეატრალურ სარდაფში, რუსთაველის თეატრალურ სარდაფში, თეატრ „გლობუსში“.

შორენას კარიერა პრაქტიკულად დაიწყო 2008 წლიდან, როდესაც ის გაშიშვლდა ქართულენოვანი „ფლეიბოისთვის“. ამის შემდეგ ბეგაშვილი თამაშობდა სხვადასხვა ეროტიკულ როლებს.

2009–2010 წლებში ჰქონდა საავტორო ეროტიკული ხასიათის გადაცემა „ღამე შორენასთან“ (იმედი TV). გადაცემას ბევრი კრიტიკა მოჰყვა, როგორც საზოგადოების მხრიდან, ასევე სასულიერო პირებისაგან.

„რუსთავი 2“-ის ეთერში ვანიკო თარხნიშვილთან ერთად მიჰყავდა გადაცემა „იღბლიანი ბორბალი“, რომელიც დაიხურა 2017 წელს.[1]

შორენა გახვეული იყო უამრავ სკანდალში, როგორც მისი საქმიანობის, ასევე მისი პირადი ცხოვრების გარშემო. ერთ-ერთი ყველაზე გახმოვანებული სკანდალი ეხება მისსა და საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრის დავით მუხრანელის რომანს.

2020 წლის სექტემბრიდან რუსთავი 2-ზე მიჰყავს გადაცემა „შორენას ეფექტი“.

შორენა ბეგაშვილი განქორწინებულია, ჰყავს ქალიშვილი ევა.

ფილმოგრაფია

რედაქტირება
წელი ფილმი როლი შენიშვნები
2009 „ყველაფერი კარგად იქნება“ ანი ფილმი
2010 „ოცნების ქალაქი“ მაკა ფილმი
2010 „უშენოდ მგონი მოვკვდები“ ფილმი
2010 „მაიტა ნასოსი“ ფილმი
2011 „მამაჩემის გერლფრენდი“ ფილმი
2011 „ჭამა და სექსი“ ფილმი
2012 „გაიღიმეთ“ ბაია ფილმი
2012 „პოკერი სიყვარულის წესებით“ ფილმი
2015 3+3 ფილმი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება