ღამე შორენასთან
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
სტატიას ან სექციას სჭირდება განახლება. |
ღამე შორენასთან — შორენა ბეგაშვილის ეროტიკული შინაარსის შოუ იმედის არხზე. პირველად ეთერში გავიდა 2009 წლის ბოლოს.
ღამე შორენასთან | |
---|---|
წამყვანი | შორენა ბეგაშვილი |
ქვეყანა | საქართველო |
ენა | ქართული |
წარმოება | |
პროდიუსერ(ებ)ი | ბესო სოლომონაშვილი |
ეთერი | |
ორიგინალური არხი | იმედი |
ჩვენების ფორმატი | 4:3 |
ეთერში | 23 დეკემბერი, 2009 — 2010 |
პირველივე გადაცემის შემდეგ იმედის გარშემო სკანდალი ატყდა. საზოგადოების დიდმა ნაწილმა მხარი არ დაუჭირა ასეთი გადაცემის არსებობას.[1] გააქტიურდნენ სასულიერო პირები (არა მხოლოდ მღვდლები), სხვადასხვა ორგანიზაციები. შოუს ტრანსლირება არ შეწყდა. ამასთან, როგორც აცხადებდა იმედის გენერალური დირექტორი, ის გახდა უფრო საინტერესო და მრავალმხრივი.
უფრო დიდი კონფლიქტი ატყდა იმ გადაცემის შემდეგ, როდესაც თემა შეეხო ქალწულობას. არასამთავრობო „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი“ სასამართლოს მიმართა მოთხოვნით, დაეხურათ ეს პროექტი. შოუს კრიტიკა ასევე ქართული მასმედიის მხრიდანაც მოხდა.
2010 წელს გადაცემის ტრანსლირება შეჩერდა.