დავით ბაგრატიონ-მუხრანელი
დავით ბაგრატიონ-მუხრანელი (დ. 24 ივნისი, 1976, მადრიდი, ესპანეთი[2]) — საქართველოს სამეფო სახლის მეთაური, მუხრანბატონების შტოს წარმომადგენელი.
დავით ბაგრატიონ-მუხრანელი | |
---|---|
დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონი | |
უფლისწული დავითი | |
საქართველოს სამეფო სახლის მეთაური (სადავო) | |
მმართ. დასაწყისი: | 16 იანვარი, 2008 |
მმართ. დასასრული: | მოქმედი |
წინამორბედი: | ხორხე ბაგრატიონ-მუხრანელი |
მემკვიდრე: | გიორგი ბაგრატიონი |
სხვა წოდებები: |
საქართველოს სამეფო სახლის სუვერენული მეთაური; საქართველოს არწივისა და უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს კვართის ორდენის დიდი მაგისტრი; წმინდა თამარ მეფისა და გვირგვინის ორდენების დიდი მაგისტრი[1] |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 24 ივნისი, 1976 |
დაბ. ადგილი: | მადრიდი, ესპანეთი |
მეუღლე: |
ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი (იქ. 2009; გ. 2013) |
შვილები: | გიორგი ბაგრატიონი |
დინასტია: | ბაგრატიონი |
მამა: | გიორგი (ხორხე) ბაგრატიონ-მუხრანელი |
დედა: | მარია დე ლას მერსედეს ზორნოზა ი პონსე დე ლეონი |
რელიგია: | მართლმადიდებელი ქრისტიანი |
2009 წლის 8 თებერვალს დავით მუხრანბატონმა და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიმ სამების საკათედრო ტაძარში ჯვარი დაიწერეს[3].
2019 წლის 4 აპრილს დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა საქართველო დატოვა მას შემდეგ, რაც მისმა მეუღლემ, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიმ ძალადობის ბრალდებით სასამართლოში უჩივლა.
ადრეული წლები
რედაქტირებადავითი არის გიორგი (ხორხე) ბაგრატიონ-მუხრანელის და მარია დე ლას მერსედესის მეორე ვაჟი. დავითს ჰყავს უფროსი და მარია ანტუანეტა, უფროსი ძმა ირაკლი და ერთი უმცროსი ნახევარ ძმა, გურამი (უგო). დავითი თბილისში დასახლდა 2003 წელს, ხოლო 2004 წელს გააფორმა ორმხრივი მოქალაქეობა საქართველოსთან.