ქორწინება

(გადამისამართდა გვერდიდან ჯვრისწერა)
ტერმინს „ქორწინება“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ქორწინება (მრავალმნიშვნელოვანი).

ქორწინება — წყვილის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით. უმრავლეს ქვეყნებში ქორწინებად მიიჩნევა ქალისა და მამაკაცის კავშირი, თუმცა ზოგერთ ქვეყანაში დასაშვებია ასევე ერთი სქესის მქონე ადამიანების ქორწინება.

ისტორია რედაქტირება

გვაროვნული წეს-წყობილების დროს ჩამოყალიბდა ეგზოგამია და ჯგუფური ქორწინება. მოგვიანებით შეიქმნა წყვილადი ქორწინება და დისლოკალური ქორწინება. ამ ეტაპზე მამაკაცი და ქალი რჩებოდნენ საცხოვრებლად თავიანთ გარში. მოგვიანებით, ქმარი დასახლდა ცოლის გვარში და ჩამოყალიბდა მატრილოკალური ქორწინება, ხოლო შემდეგ ცოლი გადავიდა ქმრის გვარში და ჩამოყალიბდა პატრილოკალური ქორწინება. მეუღლეთა პირადი ქონება გაუყოფელი იყო, ხოლო ქორწინება არამყარი. ქორწინების აღნიშნული ფორმები ინარჩუნებდნენ ჯგუფური ქორწინების გადმონაშთებს. გვაროვნული წყობილების დაშლის ხანაში შეიქმნა დიდი პატრარქალური ოჯახები და ჩამოყალიბდა მონოგამიური ქორწინება. მონოგამიურმა ქორწინებამ დასრულებული სახე მიიღო ნუკლეალური ოჯახის ჩამოყალიბების დროიდან.

ქრისტიანული ქორწინება რედაქტირება

ქრისტიანობაში ქორწინება წარმოადგენს ახალი აღთქმის შვიდი საიდუმლოთაგან ერთ-ერთს. წყვილის შეუღლება რომ საეკლესიო წესით კანონიერი იყოს, ის საჭიროებს დადასტურებას მღვდლის მიერ. შესაბამისად ტარდება ჯვრისწერის რიტუალი.[1]

ქორწინება საქართველოში რედაქტირება

ისტორიულად საქართველოში ქორწინების რეგისტრაციას ახდენდა მხოლოდ ეკლესია ჯვრისწერის საფუძველზე. მსგავსი მდგომარეობა იყო რუსეთის იმპერიაშიც. 1920 წლის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კანონით „მოქალაქეთა მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის შესახებ“ გაუქმდა ჯვრისწერის იურიდიული საფუძველი და იგი მხოლოდ ფორმალური სახით დარჩა. ქორწინების რეგისტრაცია კი ხდებოდა სახელმწიფო ორგანოების მიერ. 2002 წელს კონსტიტუციური შეთანხმების მე-3 მუხლით სახელწმიფომ ცნო ჯვრისწერა, თუმცა ქორწინების რეგისტრაცია კვლავ მხოლოდ სახელმწიფო ორგანოში ხორციელდება. ქორწინება და მასთან დაკავშირებული უერთიერთობები რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • ითონიშვილი, ვ., ჩიკვაშვილი, შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 551.
  • ენგელსი, ფ., ოჯახის, კერძო საკუთრების და სახელმწიფოს წარმოშობა, თბილისი, 1978

სქოლიო რედაქტირება

  1. „რელიგიები საქართველოში“, თბილისი: სახალხო დამცველის ბიბლიოთეკა, 2008. — გვ. 125-127, ISBN 978-9941-0-0902-0.